წლიურად ადამიანი 3-დან 5 კილოგრამამდე შხამქიმიკატებს ჭამს
დღეს ადამიანები ძირითადად გადამუშავებული საკვები პროდუქტებით იკვევებიან,
გადამუშავების დროს კი პროდუქტი კარგავს დადებით ნივთიერებებს და იძენს ისეთ კომპონენტებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამერიკელი ექიმი მოქალაქეებს სამომავლოდ ასეთი კვებისგან გამოწვეული გართულებების თავიდან ასარიდებლად, სთავაზობს ე.წ. ჰიბრიდულ გადაწყვეტილებას: ვეგანური და პალეოლითური დიეტის კომბინაცია. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt-ი ავრცელებს.
ამერიკელი ექიმის მარკ ჰაიმანის განცხადებით, ყოველწლიურად ადამიანები საკვების სახით სამიდან ხუთ კილოგრამამდე ქიმიკატებს ჭამენ, რომ აღარაფერი ითქვას პესტიციდებზე, ჰორმონებსა და ანტიბიოტიკებზე. იმის გამო, რომ ასეთი ნივთიერებების ჭარბად მიღებას ადამიანმა თავი აარიდოს, ექიმმა სპეციალური დიეტა შეიმუშავა.
პალეოლითურ დიეტაში არ შედის ისეთი პროდუქტები, როგორიც არის: ბრინჯი, კარტოფილი, მაკარონი და პური, ვინაიდან პალეოლითის ხანაში ადამიანები მიწათმოქმედებას არ ეწეოდნენ. ამ დიეტაში ასევე აკრძალულია მცენარეული ზეთები, მათ შორის ზეითუნის ზეთი.
ვენაგური კვებისა და პალეოლითური დიეტის გაერთიანებით, ექიმმა შეიმუშავა კვების რაციონი, რომელიც გულისხმობს დიდი რაოდენობით ბოსტნეულის მოხმარებას, შაქრის მინიმუმამდე შემცირებას, კვებიდან მცენარეული ზეთების ამოღებას, გარდა ზეთისხილისა, ასევე ნებადართულია პარკოსანი კულტურები, რძის პროდუქტები, გლუტენის შემცველი პროდუქტები და საკვები დანამატები.
როგორც წესი, ამ ჰიბრიდული დიეტის დროს საკვების 2/3 ხილსა და ბოსტნეულზე მოდის, რომელსაც ემატება ჯანსაღი ცხიმის შემცველი პროდუქტები - თხილი, მარცვლეული, ავოკადო. დიეტის დროს შეძლებისდაგვარად ადამიანმა უარი უნდა თქვას პროდუქტზე, რომელიც შეიცვას პესტიციდებსა და ანტიბიოტიკებს.
imedinews.ge
სიახლეები
- ძლიერი მიწისძვრა მოხდა აშშ-ში
- “გერმანიის მთავრობა ქართული საზოგადოების გასაგონად ბოლომდე არ ამბობს, სად რას რიცხავს და ვის როგორ შეხვდა – ეს არის ორმაგი სტანდარტი” - გურამ მაჭარაშვილი
- ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რეისები ოთხი მიმართულების ნაცვლად, მხოლოდ მოსკოვში შესრულდება
- “გამჭვირვალობის მომხრე ვართ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ” - გიორგი შარაშიძე
- “2024 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტი 9.1 პროცენტით გაიზარდა” - საქსტატი
