რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა
მოსკოვში, 88 წლის ასაკში რეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ქართველი რეჟისორი გიორგი დანელია თებერვლის ბოლოს მოსკოვის (რუსეთი) საავადმყოფოში ფილტვების ანთების დიაგნოზით გადაიყვანეს.
გიორგი დანელია 1930 წელს თბილისში დაიბადა. მან დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი 1955 წელს; 1959 წელს მოსკოვის უმაღლესი სარეჟისორო კურსები. 1959 წელს მოსკოვის კინოსტუდიის „მოსფილმის“ რეჟისორად იწყებს მუშაობას.
მისი ყველაზე პოპულარული ფილმებია „მიმინო“ (1977), "შემოდგომის მარათონი"(1980), „ქინ-ძა-ძა"(1986). მის შემოქმედებას ახასიათებს ჭეშმარიტად ღრმა სატირა, გააზრებული გროტესკი, დახვეწილი ლირიზმი.
imedinews.ge
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში
