12 მაისი საქართველოში უქმე დღე იქნება
საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
დოკუმენტის თანახმად, წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღესთან ერთად 12 მაისი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე-იმედის დღე იქნება.
მომზადებული ცვლილებებით დაკონკრეტდება, რომ 12 მაისი საქართველოში უქმე დღე იქნება.
4 აპრილს მთავრობამ პარლამენტს მიმართა, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღედ დაწესდეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
გასული წლის ბოლოს წმინდა სინოდმა 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.
imedinews.ge
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
