November 23, 2024

9 აპრილი და ფეხმძიმე გოგონას გმირობა - "ისეთი სიტუაცია იყო, შინ რა გააჩერებდა?!.."

9 აპ­რი­ლის ღა­მეს 20 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, უფრო სწო­რად - 21, რად­გან ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი ექ­ვსი თვის ფეხ­მძი­მე გახ­ლდათ.

ელი­სო ჭი­პაშ­ვი­ლი 24 წლის იყო და რუ­სუ­ლი სპეც­რაზ­მის მიერ ჰა­ერ­ში გაშ­ვე­ბულ­მა მომ­წამ­ვლელ­მა აირ­მა გა­გუ­და... 9 აპ­რი­ლის ტრა­გე­დი­ას და ელი­სოს, მისი ძმა, ვახ­ტანგ ჭი­პაშ­ვი­ლი "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ასე იხ­სე­ნებს:

 

"ჩემ­ზე ხუთი წლით უმ­ცრო­სი იყო. ვერ­ცხლის­წყა­ლი­ვით გოგო, ვე­რაფ­რით გა­ა­ჩე­რებ­დი. ბავ­შვო­ბა­შიც ძა­ლი­ან ცელ­ქი იყო, მე კი პი­რი­ქით - წყნა­რი და მორ­ჩი­ლი. იმ ღა­მით ერ­თად არ ვყო­ფილ­ვართ. ჩემი მე­გო­ბა­რი - გოგი მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი მეხ­ვე­წე­ბო­და, რუს­თა­ველ­ზე წა­ვი­დეთ, იქ ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რიო, მაგ­რამ არ წავ­ყე­ვი. ეს ბე­დის­წე­რა იყო. შე­იძ­ლე­ბა, იმ­დენ ხალ­ხში ვერც მე­ნა­ხა, მაგ­რამ... ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, მე­ნა­ხა და გა­და­მერ­ჩი­ნა?!"

 

- ელი­სო მა­შინ 6 თვის ფეხ­მძი­მე იყო. რო­გორ ძლებ­და მი­ტინ­გებ­ზე?

- რო­გორ ძლებ­და კი არა, ისე­თი ენერ­გი­უ­ლი იყო, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ფეხ­მძი­მედ რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, იმ სა­ში­ნე­ლე­ბა­საც და­აღ­წევ­და თავს.

მი­ტინ­გებ­ზე სი­ა­რულს ვერ და­ვუშ­ლი­დი, რად­გან გა­თხო­ვი­ლი იყო და თა­ვი­სი საქ­მის თვი­თონ იცო­და. თუმ­ცა ერთხელ, რუს­თა­ველ­ზე რომ შემ­ხვდა, ვუ­თხა­რი: აქ რა გინ­და? შინ წადი და თავს მი­ხე­დე-მეთ­ქი... თუმ­ცა, მა­შინ ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, შინ რა გა­ა­ჩე­რებ­და?!

 

- ელი­სოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი ვინ შე­გა­ტყო­ბი­ნათ?

- ეს 9 აპ­რი­ლის დი­ლას გა­ვი­გე. შინ და­მი­რე­კეს - მგო­ნი, მუ­ცე­ლი მო­ე­შა­ლა და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წევ­სო. იქა­უ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი ქა­ლე­ბის ლა­პა­რაკს მოვ­კა­რი ყური, ელი­სოს სა­ხე­ლი და გვა­რი ახ­სე­ნეს. მივ­ვარ­დი - რა მოხ­და-მეთ­ქი? წამ­ში შე­მო­მე­ფანტნენ. მა­შინ კი ვი­ეჭ­ვე, რა­ღაც უბე­დუ­რე­ბაა ჩვენს თავს-მეთ­ქი. ამა­სო­ბა­ში, ჩემი მე­გობ­რე­ბიც მოც­ვივ­დნენ. ამის შემ­დეგ ახა­ლი სა­ტან­ჯვე­ლი და­ი­წყო - გვამს ვერ ვპო­უ­ლობ­დით. რეს­პუბ­ლი­კუ­რის მორ­გში არ აღ­მოჩ­ნდა... გაგ­ვიშ­ვეს "არა­მი­ანცში". იქამ­დე ძლივს მი­ვაღ­წი­ეთ: ქუ­ჩე­ბი, ხი­დე­ბი, უბ­ნე­ბი რუ­სე­ბის ტან­კე­ბით იყო სავ­სე და ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი გვა­ჩე­რებ­დნენ. ამის მოთ­მე­ნა არ გინ­დო­და?!

 

ერ­თმა გა­მა­ჩე­რა და მარ­თვის მოწ­მო­ბა და ტექპას­პორ­ტი მომ­თხო­ვა. მა­მა­ჩე­მის მან­ქა­ნით დავ­დი­ო­დი და მინ­დო­ბი­ლო­ბა მქონ­და. ჯა­რის­კა­ცი მე­უბ­ნე­ბა, - თქვენს მინ­დო­ბი­ლო­ბას ვადა გა­უ­ვი­დაო. კი­ნა­ღამ გავ­გიჟ­დი. მერე ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა უთხრა: ასეთ საქ­მე­ზე დავ­დი­ვართ, რა დროს მინ­დო­ბი­ლო­ბა­აო?! სხვა­თა შო­რის, იო­ლად გაგ­ვიშ­ვა. ბო­ლოს და ბო­ლოს, გვამს "არა­მი­ან­ცის" მორ­გში მი­ვაკ­ვლი­ეთ...

 

ძლივს ვი­ცა­ნი, რად­გან ჩემს დას მოგ­რძო სახე ჰქონ­და და მომ­წამ­ვლე­ლი აი­რის­გან სულ გა­სი­ე­ბო­და, დამ­რგვა­ლე­ბო­და. და­ჩე­ხე­სო, - ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­ავ­რცე­ლეს, მაგ­რამ ჭრი­ლო­ბა სა­ერ­თოდ არ ჰქო­ნია, აი­რით იყო გა­გუ­დუ­ლი. გვა­მი არ გა­მოგ­ვა­ტა­ნეს, ექ­სპერ­ტი­ზა უნდა ჩა­უ­ტარ­დე­სო. რა­ღას ვი­ზამ­დით? ოღონდ სი­მარ­თლე დად­გე­ნი­ლი­ყო და...

 

”არამიანცის” მორგში რომ მივბრუნდით, არც ერთი გვამი აღარ დაგვხვდა. საბოლოოდ, სიონში აღმოჩნდა. იქ ზღვა ხალხი დაგვხვდა, ძლივს შევაღწიეთ ტაძარში. გასაოცარი სანახაობა დამხვდა - ირგვლივ მიცვალებულები ესვენა, შუაში კი, გვამებს შორის გოგონა დადიოდა და ამ მიცვალებულებს აწესრიგებდა. გაახაროს ღმერთმა... მერე პატრიარქი მოვიდა და პანაშვიდი გადაუხადა გარდაცვლილებს. ამის შემდეგ კვლავ მორგში უნდა გადაესვენებინათ - გარეთ ”სასწრაფოს” მანქანები იდგა და შიგნით მილიციელები ისხდნენ. ძლივს ჩამოვასმევინეთ ეს მილიციონერები და ელისო შინ მოვასვენეთ. მაგრამ ბალზამის გამკეთებელი რომ მოვიყვანეთ, სასტიკად იუარა, - რომ გავაკეთო, დამიჭერენო. გამწარებულმა ვუთხარი: ისინი დაგიჭერენ, მაგრამ თუ არ გააკეთებ, მე მოგკლავ-მეთქი. შემდეგ მითხრეს, ვერ დამარხავო და რაღას ვიზამდით, მეორე დღეს ისევ ”არამიანცში” წავასვენეთ. ექსპერტიზის დასკვნის დაწერას ვესწრებოდით და სწორედ იმ მომენტში მოსკოვიდან ჩამოსული სამი რუსი - მაიორი, პოდპოლკოვნიკი და პოლკოვნიკი - შემოვიდა. ექსპერტს ეკითხებიან: ”ნუ ჩტო ტამ, დავკაო?” ანუ ხომ ჭყლეტა იყოო? - ფაქტობრივად, კარნახობდნენ, რა დაეწერა. მერე ისევ გამოაცხადეს, გვამების გაცემა შეწყვიტეთო... მოკლედ, დიდი ომი გადაგვხდა, მაგრამ მაინც მოვასვენე შინ. ელისო შაბათს უნდა დაგვესაფლავებინა და წინადღეს დედა გარდაიცვალა - ამ ტრაგედიას ვეღარ გაუძლო... 

ჟურნალ "გზის" არქივი

kvirispalitra.ge

წაკითხვა 1012 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 09 2019

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.