ივანიშვილის არასწორი ინტერპრეტაცია ბედნიერების ინდექსზე - საქართველო 119 პოზიციაზეა, საფრანგეთი კი 24-ე ადგილს იკავებს
ბედნიერების მსოფლიო ინდექსი - გაეროს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 20 მარტს გამოქვეყნდა, საქართველო 119-ე პოზიციაზეა.
პირველი ადგილი კვლავ ფინეთს უკავია, მეორე პოზიციაზეა დანია, მესამეზე კი ნორვეგია.
რაც შეეხება საფრანგეთს, რომლის შესახებაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სიაში საქართველოს შემდეგაა, რეალურად ანგარიშში 24-ე ადგილს იკავებს.
სიაში სულ 156 ქვეყანაა შესული და ბედნიერების ინდექსით ბოლო ადგილზე სამხრეთ სუდანია. 136-გვერდიან დოკუმენტს გაერო-ს სპეციალური განყოფილება ამზადებს, რომელიც მდგრადი განვითარების გადაჭრის გზებზე მუშაობს.
ავტორები კი ითვალისწინებენ რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის, მთლიან შიდა პროდუქტს ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობას, სოციალურ მხარდაჭერას, თავისუფლებას და კორუფციის გავლენას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
