რა ეღირება Black Eyed Peas-ის კონცერტის ბილეთები
16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის.
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.
ბილეთების გაყიდვა დღეს საღამოს, რვა საათიდან ორ ინტერნეტპლატფორმაზე დაიწყება - tkt.ge და eventer.ge. ფასები დაიწყება 50 ლარიდან, 250 ლარი ბილეთის მაქსიმალური ფასია.
Black Eyed Peas („ბლექ აიდ ფის“) „გრემის“ 6 ჯილდოს მფლობელი ამერიკული მუსიკალური პროექტია, რომელიც სამი არტისტისგან, will.i.am, apl.de.ap და Taboo-სგან შედგება. ჯგუფი 1995 წელს დაარსდა და თავდაპირველად ძირითად აქცენტს ჰიპ-ჰოპზე აკეთებდა, მოგვიანებით კი შემოქმედებითი საქმიანობის მასშტაბი მნიშვნელოვნად გაზარდა და Black Eyed Peas გლობალური მუსიკალური ფენომენი გახდა.
ambebi.ge
სიახლეები
- “ისტერიულ აგონიაში ხართ” - ქეთი ხოსიტაშვილი ISFED-ის პუბლიკაციაზე
- “ის არა ელჩის მოვალეობას ასრულებს, არამედ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტისას, რომელსაც მალე გააუქმებენ” - გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის ელჩზე
- ქუთაისის ინფექციურ ცენტრს მთავრობა “ლჯ და კომპანიისგან” 8 მილიონ ლარად გამოისყიდის
- ოქროს ფასმა 4 300 დოლარს გადააჭარბა – რა ღირს ოქრო საქართველოში
- რუსეთის ჯარებმა ხარკოვი დაბომბეს