"ცოლ-ქმარი გამყიდველად მუშაობდა ჭურჭლის საბითუმო მაღაზიაში" - ახალი დეტალები ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ოჯახზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტზე 7 პირი დააკავა, მათ შორის ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია: დედა, მამა და ორი შვილი.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დაკავებულები გვარად აბრამიძეები არიან. ნარკოდანაშაულის საქმეზე დააკავეს ოჯახის უფროსი ვიაჩესლავ აბრამიძე, მისი მეუღლე და ორი სრულწლოვანი შვილი - ქალ-ვაჟი.
AMBEBI.GE-ს ჟურნალისტი ესაუბრა ქალს, რომელთან ერთადაც ცოლ-ქმარი აბრამიძეები მუშაობდნენ. რესპონდენტისგან გავარკვიეთ, რომ ცოლ-ქმარი მცირე ბიზნესით იყო დაკავებული, შემდეგ კი ისრაელში წავიდნენ სამუშაოდ, სადაც 2-3 თვე იმუშავეს და საქართველოში დაბრუნდნენ:
"ძალიან გამიკვირდა ეს ამბავი... სლავა, ნახევრად რუსია, დედა ჰყავს რუსი ეროვნების. ჩვენ ერთად ვმუშაობდით გლდანში, ჭურჭლის საბითუმო მაღაზია იყო და ცოლ-ქმარი იქ გამყიდველებად მუშაობდნენ.ეს ოჯახი თვითონ გლდანში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ გაყიდეს ბინა და თუ არ ვცდები, დიდ დიღომში გადავიდნენ საცხოვრებლად. შარშან წავიდნენ ამ მაღაზიიდან და ცოლ-ქმარი ისრაელში წავიდა სამუშაოდ. სადღაც სამი თვე ისრაელში ცხოვრობდნენ და მერე ისევ დაბრუნდნენ უკან", - ყვება AMBEBI.GE-სთან საუბარში აბრამიძეების ყოფილი თანამშრომელი.
"იმედთან" საუბარში დაკავებული ოჯახის წევრმა, ბრალდებულ ვიაჩესლავ აბრამიძის დედამ განაცხადა, რომ მისი ოჯახის წევრები სპეცოპერაციით აიყვანეს. მისივე თქმით, სახლიდან სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალება არ ამოუღიათ, რადგან მსგავსი ვერაფერი იპოვეს. აბრამიძის დედის თქმით, მისი ვაჟი, რძალი და ორივე შვილიშვილი ბრალს აღიარებს, თუმცა სამართალდამცველებმა აღიარებითი ჩვენება დაკავებულებისგან ძალის გამოყენებით მიიღეს:
"რაღაცას ხელი მოაწერეს, მაგრამ ძალადობით და არასამართლიანად... ძალით მოაწერინეს ხელი" - ამბობს დაკავებულის დედა.
ვიაჩესლავ აბრამიძის ქალიშვილის ადვოკატი მარიამ პაპოშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს: "ტირის და ამბობს, რომ კი ჰქონდათ, მაგრამ არა იმდენი, რასაც სინამდვილეში ედავებიან. ამბობს რომ, სავარაუდოდ, ჩაუდეს. ადასტურებს, რომ რაღაც საქმესთან ჰქონდა შეხება, მაგრამ როგორც ედავებიან, ისე არა", - ამბობს "იმედთან" საუბარში ადვოკატი.
შსს-ს ინფორმაციით, 7-კაციანი ორგანიზებული ჯგუფი წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოქმედებდა. კერძოდ, ისინი ინტერნეტით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციას. ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფისგან ამოღებულია 2 125 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ambebi .ge
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი