September 29, 2024

"ქმრის გამ­წა­რე­ბა უნდა, ოღონდ არ უჩხუ­ბი­ათ, რამე კონ­ფლიქ­ტის სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი არ ყო­ფი­ლა "

კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ აღა­ი­ან­ში მომ­ხდარ­მა ტრაგედია სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 16 წლის გო­გო­ნამ 7 თვის ჩვი­ლი გა­გუ­და და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ჩვი­ლი ბავ­შვი მა­მამ გარ­დაც­ვლი­ლი სა­წოლ­ში გამ­თე­ნი­სას იპო­ვა. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი ყვე­ბი­ან, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ გო­გო­ნამ ტან­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა, ოქ­როს ნივ­თე­ბი წა­ი­ღო და ად­გი­ლი­დან ისე მი­ი­მა­ლა.

 

და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი დედა პო­ლი­ცი­ამ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­კა­ვა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბავ­შვის დედა ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

 

16 წლის მ.შ. წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სე­ლია და 20 წლის აღა­ი­ა­ნელ ბიჭ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ახ­ლო­ბელ­მა მა­რი­ამ დე­მეტ­რაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გო­გო­ნამ მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში "ვი­ღაც ბიჭს ჩა­ა­კი­თხა".

 

 "რო­გორც ჰყვე­ბა ქმრის გამ­წა­რე­ბა უნდა, ოღონდ არ უჩხუ­ბი­ათ, რამე კონ­ფლიქ­ტის სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი არ ყო­ფი­ლა არც ქმარ­თან და არც ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ვერც ქმრის და ვერც გო­გოს მხა­რე ვე­რაფ­რით ხსნის, რა შე­იძ­ლე­ბა ამის მი­ზე­ზი ყო­ფი­ლი­ყო. რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ა­კა­ვეს ბავ­შვის დედა, არ ვიცი, მაგ­რამ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვი­ღაც ბიჭს ჩა­ა­კი­თხა. ოჯახს ამ გო­გოს დას­ჯა უმ­კაც­რე­სი წე­სით უნდა", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ დე­მეტ­რაშ­ვილ­მა.
 
 
რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, პო­ლი­ცი­ამ საქ­მე­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი უკვე გა­მო­კი­თხა. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ შო­რის გა­მო­ი­კი­თხა 21 წლის რ.ჩ., რო­მელ­თა­ნაც 16 წლის გო­გო­ნას სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ტე­ლე­ფო­ნო მი­მო­წე­რა ჰქონ­და.
 

7 თვის ჩვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ არას­რულ­წლო­ვან დე­დას სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­როს გო­რის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში უკვე ჩა­უ­ტარ­და.

 

რო­გორც ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ქე­თე­ვან გა­გო­ევ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ად­გენს პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბას, შე­საძ­ლო და­ზი­ა­ნე­ბებს და ა.შ. რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­ულ ექ­სპერ­ტი­ზას, მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ი­ნიშ­ნე­ბა.

 

"ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ჩა­უ­ტარ­და სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა, რომ­ლის პა­სუ­ხე­ბიც ბუ­ნებ­რი­ვია დღეს ვერ იქ­ნე­ბა, რაც შე­ე­ხე­ბა ფსი­ქი­ატ­რი­ულ ექ­სპერ­ტი­ზას, ჩა­ტარ­დე­ბა შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის შემ­დეგ, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზა გორ­ში ვერ ჩა­ტარ­დე­ბო­და, ტარ­დე­ბა სო­ფელ დი­ღომ­ში მდე­ბა­რე ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დე­პარ­ტა­მენ­ტში", - გა­ნა­ცხა­და ქე­თე­ვან გა­გო­ევ­მა.

 

ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ამ და­ი­წყო მოკ­ვლე­ვა, თუ რამ­დე­ნად სწო­რად შე­ა­ფა­სა პო­ლი­ცი­ამ 7 თვის შვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვან მ.შ-სთან და­კავ­ში­რე­ბით 2017 და 2018 წლებ­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე არა­სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბი­სათ­ვის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა შე­უ­წყდა 1 თა­ნამ­შრო­მელს.

 

"გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ დად­გინ­დე­ბა, ქონ­და თუ არა ად­გი­ლი პო­ლი­ცი­ის სხვა მუ­შა­კე­ბის მხრი­დან რა­ი­მე სა­ხის გა­დაც­დო­მას ან სამ­სა­ხუ­რებ­რივ გულ­გრი­ლო­ბას. და­დე­ბით შემ­თხვე­ვა­ში დად­გე­ბა შე­სა­ბა­მის პირ­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხიც", - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

 

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11-109 მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში. და­ნა­შა­უ­ლი 13-დან 17 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

 

ambebi.ge

წაკითხვა 915 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 23 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.