მანქანები, რომლებიც ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან, შესაძლოა 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ
ავტომობილები, რომლებიც ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან, თუმცა გზებზე მაინც გადაადგილდებიან, თვეში ერთხელ დაჯარიმების ნაცვლად, შესაძლოა, 3 დღეში ერთხელ დაჯარიმდნენ,- ამის შესახებ შს სამინისტროს კვლევის და რეფორმების სამმართველოს ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო აპირებს პარლამენტს შესაბამისი ინიციატივა წარუდგინოს.
“დღეის მდგომარეობით ჩვენ ვაჯარიმებთ 30 დღეში ერთხელ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გამო და ეს იყო შეთანხმებული ეკონომიკის სამინისტროსთან. რადგანაც კანონში არ არის დაკონკრეტებული ზუსტად ეს პერიოდი, ჩვენ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე დავაინიცირებთ ცვლილებების პაკეტს, სადაც დაზუსტდება რომ 72 საათში ერთხელ მოხდეს ამ სამართალდარღვევაზე დაჯარიმება",- განაცხადა ლილუაშვილმა.
ambebi.ge
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში
