"უეცრად მოვარდნილმა ტალღამ ბავშვები ზღვაში გაიტაცა, ორი მამამ გადაარჩინა" - ესპანეთში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
ესპანეთში, 5 წლის ქართველი გოგონა ზღვაში ბანაობისას დაიხრჩო. როგორც AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის ახლობლებმა უთხრეს, ოჯახი რუსთავიდან ბარსელონაში სამ შვილთან ერთად დასასვენებლად იყო წასული.
"ზღვის სანაპიროზე იყვნენ, რა დროსაც უეცრად მოვარდნილმა ტალღამ ბავშვები ზღვაში გაიტაცა. ორი მცირეწლოვანის გადარჩენა მამამ მოახერხა, 5 წლის გოგონა კი ზღვაში ტალღამ გაიტაცა და დაიხრჩო", - ამბობენ გარდაცვლილის ოჯახის ახლობლები.
ესპანური მედიის ინფორმაციით, გოგონა მაშველებმა მალევე იპოვეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას მამა რუსთავის საკრებულოს წევრის, დავით იშხნელის შვილია. ოჯახს 4 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს. მათ უმცროსი საქართველოში დატოვეს და ესპანეთში სამ შვილთან ერთად გაემგზავრნენ.

ambebi.ge
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში
