ძლივს გავასწარი, რომ არ დავეხრჩე, წელამდე იდგა წყალი - სტიქიამ სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობა დააზარალა
სტიქია გარდაბნის რაიონში - ძლიერი წვიმის და სეტყვის გამო, სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა.
დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მოვარდნილმა წყალმა ადგილობრივების ვენახები და ბაღები თითქმის მთლიანად წაიღო, დაიხოცა ფრინველი. ადგილობრივი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
„შემეშინდა და ძლივს გავასწარი რომ მეც არ დავეხრჩე. აქ იმხელა წყალი მოდიოდა მტკვარი გეგონებოდა, დაგლიჯა ყველაფერი, მანქანა შეიტანა ეზოში. ხეხილი სულ განადგურებულია. ქათმები გაწყვიტა. წიწილები დარჩა რისი შეყვანაც მოვასწარი, მაგრამ მერე რომ ვნახე მეც დავიხრჩობოდი დავანებე თავი,“-ამბობს ადგილობრივი ვანო ოხანაშვილი.
მოსახლეობა ამბობს, რომ ჯერ ზარალის დამდგენ კომისიას მუშაობა არ დაუწყია. მათი თქმით, ზარალი ძალიან დიდია და ახლა სახელმწიფოსგან დახმარების იმედი აქვთ. ადგილზე მოსახლეობას გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებელიც შეხვდა.
სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობა ამბობს, რომ მათი საცხოვრებელი სახლები სტიქიის ზონაშია. სოფელში სვანეთიდან ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრებენ. მათი თქმით, მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობს.
"არ ვიცი რატომ მოხდა აქ ჩასახლება, ალბათ იზრუნებენ ამაზე, გაკეთდა ჯებირები ადრე, მაგრამ ამან გამოიწვია დატბორვა და ეს დატბორილი ყინულის და სეტყვის მასამ შემოანგრია ღობეები, ჩახოცა პირუტყვი,"-ამბობს დაზარალებული მარინა კორძაია.
სიახლეები
- “არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო - მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” -მამუკა ხაზარაძე
- თურქეთში ყურბან-ბაირამის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
- “ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” - ვვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე
- განათლების სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს - გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო
- “ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ” - ლევან მაჭავარიანი