შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მაისს, 09:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ავტომობილებისთვის მოძრაობა დროებით ცალმხრივად შეიზღუდება ლისის ტბის მიმდებარე ბერიტაშვილის ქუჩიდან - ელგუჯა ამაშუკელის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების კვეთამდე (ე.წ. ლისის წრიულამდე). სოფელ ლისიდან მომავალი ავტომობილები ნუცუბიძის პლატოს გავლით შეძლებენ სასურველი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაარეგულირებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს, საჭიროების შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტის შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.
31 მაისს, საღამოს 19:00 საათზე შეზღუდვა მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
სიახლეები
- ზღვაზე შტორმული ღელვა – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- სარფში მებაჟე ოფიცრებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს
- ,,ნიპა-ვირუსის სიმპტომები ძალიან ჰგავს გრიპს, ახასიათებს ცხელება, ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი” – მაია ბუწაშვილი
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია ემიგრანტებისთვის
- დაღუპულია 8 ადამიანი - ავარია თურქეთში
