"აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო"
აზერბაიჯანულმა მხარემ დავით გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით არსებული ბილიკის გამაგრება დაიწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დავით გარეჯში მცხოვრებმა მამა ზვიადმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, ჩიჩხიტურის კოშკზე გიდი იყო ასული, რომელმაც აღნიშნულის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მამა ზვიადი ამბობს, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით სატვირთო მანქანით, სავარაუდოდ, ქვიშით სავსე ტომრები მიიტანა, რომელითაც აღნიშნულ ბილიკს ამაგრებს.
„ჩიჩხიტურის მიმართულებით რომ სამანქანო გზა შეიყვანეს, იმ გზის მერე კოშკამდე შესასვლელი ბილიკი გრძელდება. სწორედ ამ მხარეს ქვები დაალაგეს და გაამაგრეს. ჩვენი გიდი ჩიჩხიტურის კოშკზე იყო ასული და მასთან გადავამოწმე ეს ინფორმაცია“, - განაცხადა მამა ზვიადმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, ბილიკის გამაგრების პროცედურას გუშინ, თვითონაც შეესწრო.
„გუშინ დილით ვიყავი ასული, მაინტერესებდა, ხდებოდა თუ არა რამე ახალი. სატვირთო ავტომანქანით მოუტანიათ რაღაც, არ ვიცი ზუსტად რა არის, ტომრებში იყო, სავარაუდოდ, ქვიშა იყო. რაღაც გზებს ამაგრებენ, ოღონდ იმ გზას, რაც ტრაქტორით გაჭრეს. ეს არის გუშინდელი ინფორმაცია“, - განაცხადა სასულიერო პირმა.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
