როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
5 ოქტომბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი, უნალექო ამინდი იქნება, 6 და 7 ოქტომბერს კი ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
5 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 33 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - 22- 27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე გათბება.
6 ოქტომბერს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა 24 -29 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი. ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი დედაქალაქშიც, ჰაერის ტემპერატურა 28 გრადუსი იქნება.
7 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20- 25 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 21 -26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, 7 ოქტომბერს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
