„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან შეხლა-შემოხლა გრძელდება
„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა „ქართული ოცნების“ ოფისის პიკეტირება მოეხდინათ, რის შემდეგაც დაპირისპირება დაიწყო.
სამართლდამცველებმა გააკეთეს კორდონი, რომლითაც გადაკეტეს ცენტრალურ ოფისთან მისასვლელი საავტომობილო გზა. აქციის მონაწილეები მიმართავენ სამართლადამცველებს, რომ გახსნან კორდონი.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიცია ადგილზე მობილიზებულია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
„როგორც ხედავთ, აქ გარკვეული ძალები ახდენენ პოლიციის პროვოცირებას. შესაბამისად, დავიცავთ წესრიგს. ყველას მოვუწოდებთ, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. პროტესტი შეუძლიათ მშვიდ ვითარებაში გამოხატონ, მაგრამ არ შეიძლება შენობის შესასვლელების პიკეტირება. შენობას აქვს შესასვლელები და ცდილობენ, მოახდინონ მისი პიკეტირება“, - განაცხადა სირაძემ.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
