თსუ-ს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კუნძულ კვიპროსზე ნაეკლესიარი აღმოაჩინა, რომელიც ქართველი ბერების მოღვაწეობას უკავშირდება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სტუდენტების მონაწილეობით, კუნძულ კვიპროსზე, სოფელ სოფტადესში ნაეკლესიარი აღმოაჩინა, რომელიც ქართველი ბერების კუნძულ კვიპროსზე მოღვაწეობას უკავშირდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ეკლესია V-VI საუკუნეებიდან XVI საუკუნემდე პერიოდში რამდენჯერმე გადაკეთდა.
არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ პროფესორის ვახტანგ ლიჩელის თქმით, ნაეკლესიართან ერთად აღმოჩენილია შუასაუკუნეების მრავალფეროვანი დეკორატიული დეტალები, აგრეთვე ძვ.წ. XII - VII საუკუნეების მოხატული კერამიკის ფრაგმენტები, რომაული ხანის ორი დაზიანებული ქანდაკება და ერთი კვიპროსული წარწერის მცირე ფრაგმენტი.
„ჩვენი ექსპედიციის დამსახურება მნიშვნელოვანია, როგორც ქართული, ისე კვიპროსის არქეოლოგიისთვის. ჩვენი ამოცანაა ვიზრუნოთ, რომ აღმოჩენილი არქიტექტურული ნაშთები დაცული იყოს და შემოვინახოთ, როგორც ნაშთები, რომლებიც საქართველოსა და კვირპროსის სიძველესა და არქეოლოგიას შეემატა ქართველი სამეცნიერო წრეების მოღვაწეობის წყალობით“, - აღნიშნავს ვახტანგ ლიჩელი.
კვიპროსულმა მხარემ თსუ ექსპედიციის მიერ აღმოჩენილი კვიპროსული წარწერის მცირე, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი ფრაგმენტის კვიპროსული წარწერების კატალოგში შეტანის ნებართვა უკვე ითხოვა. არქეოლოგიური სამუშაოების პარალელურად, თსუ-ს არქეოლოგიური მისიის წევრები შეხვდნენ კვიპროსის ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, აგრეთვე კვიპროსის საკვირაო სკოლის მოსწავლეებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის ფონდმა კუნძულ კვიპროსზე ერთობლივი ექსპედიცია 2016-2017 წლებში დაიწყო.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი