,,ჯორჯიან თაიმსი“ ქართული მედიის სრულ სპექტრს ბიზნესრეიტინგის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
27 ნოემბერს, 20:30 საათზე, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და „გორბი“ ბიზნესრეიტინგის მე-20 საიუბილეო გრანდიუზულ, საზეიმო ცერემონიალს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გამართავენ.
ღონისძიებამ საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა და მუდმივად ექცევა როგორც ქართული, ასევე უცხოური მედიისა და ბიზნეს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჟურნალისტებს ეძლევათ საშუალება შეხვდნენ წამყვან ბიზნეს ლიდერებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამთავრობო დელეგაციიდან მინისტრებსა და მათ მოადგილეებს.
ამ მასშტაბურ ღონისძიებას, წლების მანძილზე აქტიურად აშუქებდა და წელსაც გააშუქებს 34-მდე მედია საშუალება, რისთვისაც, ,,ჯორჯიან თაიმსი“, ერთგულებისთვის მათ მადლობას უხდის. ბიზნესმენებთან ერთად, წელსაც მუდმივი მხარდაჭერისთვის მედიის წარმომადგენლებიც დაჯილდოვდებიან.
წელს, მე-20 საიუბილეო ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მედიამხარდამჭერი ქართული მედიიის ფაქტობრივად სრული სპექტრია:
1. საზოგადოებრივი მაუწყებელი
2. იმედი
3. რუსთვი 2
4. ფორმულა
5. ტვ პირველი
6. პალიტრა ნიუსი
7. ობიექტივი
8. სტარვიზია
9. მუზიკბოქსი
10. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა
11. თბილისელები
12. ჯორჯიან თაიმსი
13. კავკასიან ბიზნეს ვიკი
14. რეზონანასი
15. პრაიმთაიმი
16. ბანკები და ფინანსები
17. სვობოდნაია გრუზია
18. ვერსია
19. ქართული აზრი
20. საქართველოს რესპუბლიკა
21. BM.ge
22. Geotimes.ge
23. Award.com.ge
24. Kvira.ge
25. Georgianpress.ge
26. For.ge
27. Liderinfo.ge
28. NewsDay.ge
29. Reportiori.ge
30. Faxinternews.ge
31. Metronome.ge
32. Timer.ge
33. Fact2.ge
34. Firstnews.ge
ტრადიციულად, წელსაც ბიზნესრეიტინგის ღონისძიებაზე საუკეთესო მედია საშუალებას ბიზნესმესმენები დაასახელებენ.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"