მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს დაადეს

მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა ბოქლომი პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს დაადეს.

 

აქტივისტებმა, თავდაპირველად, რეზიდენციის ჭიშკრის შესასვლელების დაბოქლომება სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს, რადგან მათი განმარტებით, ბოქლომი რეზიდენციის იერსახეს ამახინჯებს.

 

 

როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტი გახდეს შუამავალი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, "რათა დაიწყოს დიალოგი". მათი თქმით, პრეზიდენტი ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებს. ამასთან, მათივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო პრეზიდენტი.

 

 

"ჩვენ მოვედით სალომე ზურაბიშვილთან მშვიდობიანად. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური კრიზისიდან 10 დღის შემდეგ აკეთებს განცხადებას, რომელიც ჩვენთვის გამაღიზიანებელია. ჩვენი მოთხოვნაა პრეზიდენტის მისამართით, რომ ის იყოს შუამავალი რგოლი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, რომ დაიწყოს დიალოგი", - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

 

 

აქტივისტებს „დაბოქლომებამდე“ ბანერები ჰქონდათ გაშლილი წარწერით: "ბორკილები თავისუფლებას ვერ წაგვართმევს", "ვერ დაგვაშინებთ, ყველას ვერ დაგვიჭერთ". ამასთან, სკანდირებდნენ: "გაბედე".

 

 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

 

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 528 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.