როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
თვის ბოლომდე თოვა მხოლოდ მაღალმთიან რაიონებშია მოსალოდნელი.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი თქმით, 28, 30 ნოემბერსა და 1-ელ დეკემბერს დაბლობში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთიან რაიონებში ღამით, თოვლია ნავარაუდევი.
როგორც დოდო გვაზავამ განაცხადა, 29 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ამავე რიცხვების განმავლობაში, დასავლეთ საქარველოში ჰაერის ტემპერატურა 20-21 გრადუსი ფარგლებში დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება დედაქალაქს, 28 ნოემბერს თბილისში ჰაერი 13 გრადუსამდე იქნება.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
