ჯანდარის ტბაზე გაუჩინარებულ სიძე-ცოლისძმას მეორე დღეა ეძებენ
ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ ახალგაზრდა მამაკაცს ოჯახი და სამაშველო სამსახური მეორე დღეა ეძებს. 26 და 21 წლის ახალგაზრდები ერთმანეთისთვის სიძე და ცოლისძმა არიან.
გიორგი ქველაძის და ირაკლი ბოჭოიძის ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ ბიჭების ნავი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დინებამ წაიღო და ისინი ცოცხლები არიან.

ოჯახი დაკარგულების ფოტოებს ავრცელებს და ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ასევე თვითმხილველებს თხოვნით მიმართავს - თუ რაიმე ინფორმაცია აქვთ, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველებს.
26 და 21 წლის ახალგაზრდები, ჯანდარის ტბაზე 2 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე დაიკარგნენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებენ ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგს.
სამსახურის ინფორმაციით, ჯანდარის ტბაზე მუშაობენ წყალზე სამაშველო ჯგუფები, რომლებიც კატერების მეშვეობით ამოწმებენ ტერიტორიას. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სამაშველო დრონი და შესაბამისი ტექნიკა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა დღეს დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე განაახლა მუშაობა.

საძიებო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახური. აზერბაიჯანული მხარე დაკარგულებს საკუთარ ტერიტორიაზე ეძებს, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია წყალზე მაშველთა ჯგუფი და შესაბამისი ტექნიკა. სანაპირო ზოლს ამოწმებენ მესაზღვრეები.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
