საქართველოს პარლამენტში დაუდგენელი სითხის დაღვრის შემდეგ დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ
საქართველოს პარლამენტში დაუდგენელი სითხის დაღვრის შემდეგ დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ.
მათ პირველად დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები უწევენ.
ფაქტის ამსახველ ფოტო მასალას სოციალურ ქსელში ოთარ ჩრდილელი ავრცელებს.
"საქართველოს პარლამენტში! არიან დაზარალებულები, როგორც დეპუტატებს ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებს შორის!!! ამჟამად შენობაში-სასწრაფო დახმარების რამოდენიმე ბრიგადა მუშაობს"
აღნიშნულის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში კონკრეტული ნივთიერება დაასხა.
კობახიძემ ტექნიკური შესვენების გამოცხადება მოითხოვა.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი





