პოლიციის ძალადობის მსხვერპლი 15 წლის არასრულწლოვანი გარდაიცვალა
იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, 15 წლის მოზარდი, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, გარდაიცვალა.
17 დეკემბერს მოზარდს იაშვილის სახელობის კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს ისრაელიდან მიწვეული ექიმების მონაწილეობით.
ოპერაცია საჭირო გახდა ტვინის შეშუპების დაწყების გამო.
გამოძიების თანახმად, არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჩვენების მიცემის იძულების მუხლებით.
მეათე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო მოწმის სტატუსით გამოკითხეს.
16 დეკემბერს მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
