"ეს არ გაჩერდება სანამ ხელის დაფარება არ შეწყდება " -მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"აი, ამ ქალმა მარინა ჩოლოიანმა, მისმა უფროსმა მინისტრმა გომელაურმა და სისტემამ მოკლა 15 წლის ლუკა სირაძე. მანამდე გამოაძვრინეს ხორავას ქუჩის მსხვერპლთა და მაჩალიკაშვილის მკვლელები. ეს არ გაჩერდება სანამ ხელის დაფარება არ შეწყდება და ყველა იდიოტს ვინც ამ სტატუსს უპასუხებს "9 წლის შეხსენებით" ვურჩევ კარგად მიმოიხედოს აქეთ-იქით და იქნებ მიხვდეს თუ რა უბედურებაში ამოაყოფინა თავი ქვეყანას და საკუთარ თავსაც. საქართველოში უნდა გათენდეს!
ჩემი როგორც მშობლის გულრწფელი სამძიმარი ლუკა სირაძის ოჯახს, "- წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
