კლინიკაში 15 წლის ბიჭის გარდაცვალების გარემოებები – რას ამბობდნენ ისრაელიდან მოწვეული ექიმები
“15 წლის მოზარდს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა და დიღომში 9 სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაცია "რეზონანსს“ იაშვილის კლინიკაში დაუდასტურეს. ექიმები აცხადებდნენ, რომ მოზარდის მდგომარეობა მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას გუშინ საღამოს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა დამძიმდა და მას ტვინის შეშუპება დაეწყო. მოზარდს ოპერაცია ისრაელიდან მიწვეული ექიმების მონაწილეობით ჩაუტარდა. მედიკოსები აცხადებდნენ, რომ ბავშვის მდგომარეობა 4-5დღეში უნდა შეცვლილიყო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კლინიკაში 15 წლის ბიჭის გარდაცვალების გარემოებები – რას ამბობდნენ ისრაელდან მოწვეული ექიმები
"მოზარდის ძმამ "რეზონანსს“ უთხრა, რომ ოპერაცია საჭირო ტვინის შეშუპების დაწყების გამო გახდა. მისი თქმით, ისრაელიდან მოწვეულ ექიმებს იმაზე მძიმე მდგომარეობა დახვდათ, ვიდრე ისინი ელოდნენ. "როგორც გვითხრეს, იმაზე მძიმე იყო მდგომარეობა ვიდრე თავადაც ელოდნენ. ისინიც მოლოდინში იყვნენ და ზუსტად არაფრის თქმა არ შეეძლოთ. ამბობდნენ, რომ დრო სჭირდებოდა და მედიკამენტურ მკურნალობას აგრძელებდნენ“, - აცხადებს მოზარდის ძმა. იაშვილის კლინიკაში კი აცხადებენ, რომ პაციენტს ტვინის შეშუპება გუშინ დაეწყო, რის გამოც საღამოს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. მოზარდის მკურნალობას და მდგომარეობის გაუმჯობესებას ისრაელიდან მოწვეული ექიმებიც აკვირდებოდნენ. როგორც დარგის სპეციალისტები აცხადებენ, მთელი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ იყო, რომ შემდგომი გართულება თავიდან აეცილებინათ, თუმცა მდგომარეობა მძიმე იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.
"გამოძიების თანახმად, არასრულწლოვანი 11 დეკემბერს, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჩვენების მიცემის იძულების მუხლებითაა აღძრული. მეათე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს პირველ განყოფილებაში მოწმის სტატუსით გამოკითხეს „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო. ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ პოლიციის განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად ბიჭზე ფსიქოლოგიურად იძალადეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მოზარდზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. გამოძიების დასრულებამდე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილეს და გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, უფლებამოსილება შეუჩერდათ. "თბილისის "მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი”, - განაგრძობს გამოცემა.
"უწყებაში აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო ღონისძიებებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ატარებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უკვე გადაეგზავნა მოთხოვნილი მასალები. სამინისტრო ინსპექტორის სამსახურთან პროაქტიურ თანამშრომლობას განაგრძობს“, – აცხადებენ შსს-ში. 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ „მწვანე სკოლაში“ ფსიქოლოგებმა დაიწყეს მუშაობა. მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის სპეციალისტები მე-100 საჯარო სკოლაშიც მუშაობენ, სადაც დაშავებულმა მოზარდმა 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა. ფსიქოლოგები როგორც მოსწავლეებთან, ასევე სასწავლო დაწესებულებების ადმინისტრაციასთან თანამშრომლობენ. სამინისტროს ინფორმაცით, უწყება და სოციალური მომსახურების ცენტრი, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით, ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ. ამასთან, სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება და ამ ფაქტის შესწავლაში აქტიურად არის ჩართული”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი