გლობალური შიმშილის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა
2019 წელს (2014-2018 წლის) მონაცემით საქართველოს გლობალური შიმშილის ინდექსში ჰქონდა 9.2 ქულა; მაშინ როცა 2010 წელს (2008-2012 წლის) მონაცემით საქართველოს ჰქონდა 8.4 ქულა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა ადვოკატები ავრცელებს.
ორგანიზაცია საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიას ეხმაურება, რომელიც ბავშვთა სიღარიბის თემაზე გამოთქმულ შეხედულებებს შეეხება და აღნიშნავს, რომ ციფრებით მანიპულირება, ვერც პრობლემას აგვარებს და ვერც ბავშვებს შველის, ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის არ ხდება საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების იმ ხარისხში განხილვა, რომელიც მეტყველებს განსხვავებულ სინამდვილესა და დინამიკაზე. შესაბამისად, ორგანიზაცია საზოგადოებას საკითხზე შესწავლის ტენდენციებს სთავაზობს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ თამარ ციხიშვილის განცხადებით, საჭიროა სახელმწიფოს თანმიმდევრული სოციალური პოლიტიკა და პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას გააჩენს ბავშვთა სიღარიბის პრობლემა და არსებული ვითარება შეიცვალოს. ამასთან, ცალკეული პოლიტიკოსების მიერ საერთაშორისო კვლევების მიმართ გავრცელებული ინფორმაცია ობიექტურად არ ასახავს დასახელებულ ანგარიშებში რეალურ მდგომარეობებს. მნიშვნელოვანია, საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას, თუ რა მეთოდოლოგიას ეფუძნება ბავშვთა სიღარიბის შეფასება ეროვნულ დონეზე. ასევე, საერთო ტენდენციები, თუ დასკვნები არსებობს საქართველოსთან მიმართებით ტენდენციების სახით.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში 77,000 ბავშვი შიმშილობს, საიდანაც 300 ყოველწლიურად იღუპება. განმარტებას მოითხოვს, თუ რა მდგომარეობა იგულისხმება „შიმშილის“ ქვეშ და აქვს თუ არა ადგილი საქართველოში 77,000 ბავშვის შიმშილს. უწინარეს ყოვლისა, აღნიშნულის დასადგენად სახელმძღვანელო მონაცემს წარმოადგენს სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკა.
სააგენტოს 2019 წლის მონაცემების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობაა: 0-6 წლამდე პირები - 46 300 და 6-18 წლამდე პირები - 103 913. მთლიანობაში - 150,213 არასრულწლოვანი, სააგენტოს 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა კი შეადგენდა: 149,857 არასრულწლოვანს. კერძოდ, 0-6 წლამდე პირები - 47 314 და 6-18 წლამდე პირები - 102 543.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, გაეროს მიერ „შიმშილი“ განმარტებულია, როგორც არაკომფორტული ან მტკივნეული ფიზიკური მგრძნობელობა, რომელიც გამოწვეულია არასაკმარისი დიეტური ენერგიის მიღების გამო. იგი იღებს ქრონიკულ ხასიათს, როდესაც პიროვნება ვერ მოიხმარს საკმარისი ოდენობის კალორიებს, იმისათვის რომ მიმართოს ნორმალურ, აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრების წესს, გლობალური შიმშილის ინდექსის მიხედვით კი, შიმშილში, როგორც წესი, იგულისხმება მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია საკმარისი რაოდენობის კალორიების ნაკლებობასთან. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია განმარტავს საკვების ნაკლებობას, როგორც ძალზედ მცირე რაოდენობის კალორიების მიღებას, რაც საკმარისია მხოლოდ ორგანიზმის მინიმალური დოზით დიეტური ენერგიის უზრუნველსაყოფად, რათა პიროვნებამ ჯანსაღი და პროდუქტიული ცხოვრების წესით იცხოვროს. მინიმალური დოზით დიეტური ენერგიის ოდენობა განსხვავებულია სხვადასხვა სახელმწიფოებში - 1,650-დან 2,000-მდე კილოკალორიებში მერყეობს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეისწავლა გლობალური შიმშილის ინდექსის მონაცემი საქართველოსთან მიმართებით, რომლის თანახმადაც, 2019 წლის მონაცემით, საქართველო იკავებს 39-ე ადგილს 117 მონაწილე სახელმწიფოდან. უპირველეს ყოვლისა, ყოველი სახელმწიფოსთვის განსასაზღვრი ღირებულება ეფუძნება ოთხ ფაქტორს:
- კვების ნაკლებობა: მოსახლეობა, რომელიც არასაკმარისად იკვებება;
- ბავშვის შიმშლის დონე: 5 წლამდე მოშიმშილე ბავშვები;
- ბავშვის ზრდის შეჩერება: ზრდა შეჩერებული 5 წლამდე ბავშვები;
- ბავშვის სიკვდილიანობა: 5 წლამდე სიკვდილიანობა;
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ თემებს შედეგობრივ დონეზე ენიჭებათ თანაბარი ძალა (თანაბარი ქულის მინიჭების კუთხით). ოთხივე კომპონენტს ენიჭებათ სტანდარტული ქულები. შედეგად, სამივე ელემენტის დაჯამების შედეგად დგება გლობალური შიმშილის ინდექსის ქულა, სადაც 0 არის საუკეთესო (შიმშილის გარეშე) და 100 - ყველაზე ცუდი. საქართველო, ამ თვალსაზრისით და დასახელებულ კომპონენტებში, შემდეგი მონაცემით გამოიყურება და 9.2 ქულით, საქართველო ხვდება შიმშილის დაბალი კატეგორიის მაჩვენებელში:
- 2019 წელს (2014-2018 წლის) მონაცემით საქართველოს ჰქონდა 9.2 ქულა;
- 2010 წელს (2008-2012 წლის) მონაცემით საქართველოს ჰქონდა 8.4 ქულა;
- 2005 წელს (2003-2007 წლის) მონაცემით საქართველოს ჰქონდა 10.4 ქულა;
- 2000 წელს (1998-2002 წლის) მონაცემით საქართველოს ჰქონდა 14.5 ქულა.
ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს მონაცემებზე, რომელიც უფრო კონკრეტულ მონაცემს შეიცავს დასახელებულ ოთხ კომპონენტთან მიმართებით:
კვების ნაკლებობა: მოსახლეობა, რომელიც არასაკმარისად იკვებება;
- 2019 – 7.9%
- 2010 – 7.7%
- 2005 – 7.2%
- 2000 – 13.5%
ბავშვის შიმშილის დონე: 5 წლამდე მოშიმშილე ბავშვები:
- 2019 – 4.3%
- 2010 – 1.6%
- 2005 – 3.0%
- 2000 – 3.1%
ბავშვის ზრდის შეჩერება: ზრდა შეჩერებული 5 წლამდე ბავშვები:
- 2019 – 10.5%
- 2010 –11.3%
- 2005 –14.6%
- 2000 –16.1%
ბავშვის სიკვდილიანობა:
- 2019 – 1.1%
- 2010 – 1.7 %
- 2005 – 2.4%
- 2000 – 3.5%
ცნობისთვის: გლობალური შიმშილის ინდექსი (გში) არის ხელსაწყო, რომელიც ზომავს შიმშილის დონეს გლობალურ, რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე. შედეგების დათვლა და გამოქვეყნება ხდება ყოველწლიურად, რათა განისაზღვროს პროგრესი და რეგრესი შიმშილთან ბრძოლის საკითხში. გლობალური შიმშილის ინდექსი მიზნად ისახავს, რომ გაზარდოს ცნობადობა შიმშილთან ბრძოლის პრობლემასთან დაკავშირებით, მოგვაწოდოს გზა, რათა შევადაროთ შიმშილის დონეები სახელმწიფოებსა და რეგიონებს შორის და ყურადღება მივაპყროთ მსოფლიოს იმ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობებს, სადაც შიმშილის ინდექსი არის მაქსიმუმ დონეზე და სადაც საჭიროა დამატებითი ძალისხმევა შიმშილის მოსპობასთან დაკავშირებით.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი