პრეზიდენტი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - ძალიან ვწუხვარ, რომ აქ ყველა პოლიტიკური ძალა არ არის შეკრებილი, სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და საბჭოთა ჰიმნი გააჟღერა

მე ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს აქ ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოება არ არის შეკრებილი, სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის ეზოში, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ეს იუნკერთა შეურაცხყოფა იყო.

 

 

„ეს არის ამათი შეურაცხყოფა. ყველაფერი შეიძლება, ყველანაირი კრიტიკა, ყველანაირი დაცინვა, მაგრამ რაღაცები არის, რაც არ შეიძლება და ეს არის ის, რაც უნდა ვასწავლოთ ჩვენს მომავალ თაობას, რომ რაღაც არ შეიძლება, რომ რაღაცაში უნდა ვიყოთ ერთიანი",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

ზურაბიშვილის თქმით, ქალაქში უნდა გამოიყოს ადგილი, სადაც განთავსდება მემორიალი ყველასთვის.

 

 

"ალბათ, დრო მოვიდა, რომ ჩვენ ერთი ადგილი გამოვყოთ ამ ქალაქში, სადაც იქნება მემორიალი ყველასთვის, არა ის პატარა დაფა რაც გარეთ არის, ან შიგნით, სადაც საზოგადოება ვერ შემოდის ისე როგორც საჭიროა. ადგილი სადაც 9 აპრილის დაღუპულები და ყველა ჩვენს ომში და ბრძოლაში დაღუპულები იქნებიან ერთად და სადაც ჩვენ შევძლებთ, რომ შემეცნებითი ნაწილიც იყოს, რომ ახალგაზრდები სკოლებიდან მივიდნენ და პატივი მიაგონ და გაიგონ, რა ხდებოდა და რამდენი ბრძოლა გადაიტანა ქვეყანამ, რამდენმა დალია სული და ეს ყველაფერი არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ყველამ უნდა ვცეთ პატივი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, ქართველთა ბრძოლა ყოველთვის იყო სხვებისთვის დაუვიწყარი და ეს ასეა დღესაც, როცა ისინი სხვადასხვა მისიებში იბრძვიან.

 

 

"ძალიან იშვიათია იდგე ადგილას, სადაც მართალი განისვენებენ. ეს არის ადგილი, სადაც 23 თებერვალს დაიკრძალნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც კოჯორ-ტაბახმელაში პირველივე დღეებში დაიღუპნენ. აქედან წავიდნენ შემართებით, რუსთაველის გამზირიდან და არის უამრავი მოგონება იმის, თუ, როგორი შემართებით გადიოდნენ და როგორ ტაშს უკრავდა ქალაქი. ახალგაზრდებს, რომლებიც მიდიოდნენ ქალაქის და ქვეყნის დასაცავად. ისე რომ უკან არ მოუხედავთ და არ უფიქრიათ, როგორი იქნებოდა ამ ცივი თებერვლის თვეში მათი ბედი კოჯორ-ტაბახმელაში და ბედი იყო უსამართლო, ​ბრძოლა უთანასწორო, ისინი იყვნენ პრაქტიკულად შიშვლები თუ არა, ძალიან ლამაზი, მაგრამ ძალიან თხელი ტანსაცმლით ამ გაყინულ ზამთარში და იბრძოლეს თავიანთი ყველა ძალებით ვინც იქ დაიღუპა და აქ განისვენებს და ის ვინც დაბრუნდა, გააგრძელა ბრძოლა. ვინ საქართველოში, ვინ საბერძნეთში, ვინ პოლონეთში, საფრანგეთშიც, სადაც იყო ემიგრაცია და იქაც ქართველების ხსოვნა არის ხსოვნა ადამიანების, რომლებსაც ჰქონდათ შემართება, რომელიც იყო ძალიან განსაკუთრებული. ეს არის ქართველი მხედრების ბედი ყველგან, სადაც არიან დღეს, ავღანეთში იქნება, ცენტრალურ აფრიკაში თუ სადაც მოუწევთ, ყველგან მათი ბრძოლა არის დაუვიწყარი სხვებისთვის იმიტომ, რომ აქვთ შემართება და გამბედაობა, რომელიც მოდის მხოლოდ იქიდან თუ რისთვის იბრძვი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 524 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 23 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.