Time-მა 100 ქალი დაასახელა, რომლებმაც ბოლო საუკუნე განსაზღვრეს
ჟურნალმა Time-მა 100 ქალი დაასახელა, რომლებმაც ბოლო საუკუნე განსაზღვრეს.
გამოცემამ თითოეულ მათგანს სპეციალური გარეკანი მიუძღვნა.
ჟურნალი ყოველწიურად ასახელებს წლის ყველაზე მნიშვნელოვან ერთ ადამიანს, რომელთა შორისაც უმეტესად მამაკაცები არიან. ამის გამო Time-მა გადაწყვიტა შეექმნა ჟურნალის გარეკანები ბოლო 100 წლის მიხედვით, სადაც მხოლოდ ქალები იქნებოდნენ.
Time-ის გარეკანზე მოხვდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ეკო-აქტივისტი გრეტა თუნბერგი, პრინცესა დიანა, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში ჟურნალ Time-ის გარეკანზე მოხვედრილ ადამიანებს შორის მხოლოდ 11 იყო ქალი.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
