"საოცარი ადამიანია, უამრავჭირნანახი, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე პაატა იმნაძის დედაზე
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობა აუცილებელია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სანდო, დაზუსტებული ინფორმაციის გავრცელებას, თუმცა სამწუხაროდ ბევრი "ფეიკნიუსი" ვრცელდება, რასაც ხალხი შეცდომაში შეჰყავს.
სწორედ ცრუ ამბის გავრცელებაზე მიუთითა პაატა იმნაძემ დედას, რომლის პოსტიც სოციალურ ქსელში გაზიარდა.
სოციალურ ქსელებში პაატა იმნაძის დედის მიერ გაზიარებულ პოსტს , რომელიც მისმა შვილმა ასე დაუკომენტარა: "დედა, ტყუილებს ნუ აზიარებ ", გამოეხმაურა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე:
"რადგან ასე აქტუალურია, მისი სავარაუდო გაბრაზების მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც ოდესმე მაინც უნდა მეთქვა – ნუნუ ბებია – გნებავთ ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა და ჩემი უფროსი მეგობარი – საოცარი ადამიანია. აი, მაგალითად, უამრავჭირნანახი, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს, ჭიქა ღვინოზე გვპატიჟებს და კონვერტით გურული დღიურების ფონდისთვის გვაძლევს ხოლმე, პატარა მოსწავლეებს რომ გადავცეთ.ზუსტად ვიცი, როგორ განიცდის ახლა ამ ამბავს და როგორ ეჩქარება კარგი დასასრული. და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა" , - წერს სოციალურ ქსელში კეკელიძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი