"10 კვირაში კორონავირუსის ძალიან მცირე შემთხვევები გვექნება“ - ბილ გეითსი
Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეითსი ამბობს, რომ თუ ქვეყნები სწორად იმოქმედებენ, 10 კვირაში კორონავირუსის ძალიან მცირე შემთხვევები გვექნება. ამის შესახებ მან Reddit-ზე თავისი გამომწერების კითხვებზე პასუხისას თქვა და ვირუსთან დაკავშირებულ სხვა აქტუალურ საკითხებზეც ისაუბრა. მილიარდერის პასუხებს Bloomberg.com აქვეყნებს.
"თუ ქვეყნები კარგად იმოქმედებენ, 6-10 კვირაში იქნება ძალიან მცირე შემთხვევები კორონავირუსით ინფიცირების“, - ამბობს ბილ გეითსი.

ვნახოთ, კიდევ რა საკითხებზე ისაუბრა მილიარდერმა:
ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც კორონავირუსს ახლავს
"მე ვღელავ ეკონომიკურ ზიანზე. კიდევ უფრო უარესი იქნება მისი ეფექტი განვითარებად ქვეყნებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ სოციალური დისტანციის დაცვა ისე, როგორც მდიდარ ქვეყნებს და რომელთა კლინიკების შესაძლებლობებიც ძალიან დაბალია.“
რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა საფრთხის შესამცირებლად?
"ჩვენ გვჭირდება სიმშვიდის შენარჩუნება, სანამ რთული სიტუაციაა. მთავარია, სახლებში დავრჩეთ, რათა ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზარდოს“.

როდის იქნება ვაქცინა?
"ეს შეიძლება მოხდეს 18 თვეში თუ ყველაფერი კარგად წავა, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ და თუ დარწმუნებულები არ ვიქნებით, დაპირება არ უნდა გავცეთ. მუშაობა კი სწრაფად მიმდინარეობს.“

აღსანიშნავია, რომ გასულ პარასკევს გეითსმა "მაიკროსოფტის“ საბჭო დატოვა და როგორც Linkedin-ის პირად გვერდზე დაწერა, აპირებს უფრო მეტი დრო დაუთმოს ფილანტროპულ საქმიანობას და მეტად კონცენტრირდეს ჯანდაცვის სისტემების გლობალურ განვითარებაზე.
გეითსმა კორონავირუსის დასამარცხებლად 100 მილიონი დოლარი გადარიცხა, თანხის დიდი ნაწილი ვაქცინის შექმნას მოხმარდება.
სიახლეები
- ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების უფროსი დააკავეს
- სურსათის ეროვნული სააგენტო თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ამას არავითარი ანდერძი არ სჭირდება, მეუფე შიო, პატრიარქობის ერთ-ერთი გამორჩეული კანდიდატია"- მეუფე ვახტანგი
- ,,დროა, ირანმა შეთანხმება დადოს, ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება"- დონალდ ტრამპი
- ,,დააინვალიდეს თითქმის ყველა პატიმარი, გაანადგურეს ბიზნესები, ოჯახები და დღეს ცხოველთა დაცვაზე გვესაუბრებიან ეს მწამებლები"- ირაკლი კირცხალია
