რას ითვალისწინებს ახალი პროტოკოლი და რა შემთხვევაში მიიჩნევა ადამიანი ვირუსზე საეჭვოდ

“საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა ახალი ალგორითმი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი სახის ტესტი პაციენტების რომელ ჯგუფში უნდა იქნას გამოყენებული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შეცვლილი პროტოკოლის შედეგად რისკის ზონაში მყოფი პაციენტები სამ კატეგორიად იყოფა. პირველი ეტაპი იქნება, ვისაც მოგზაურობის ისტორია აქვს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. მეორე კატეგორიაში ვისაც ტესტირება ჩაუტარდება მათ, რომელთაც შეხება რისკზონიდან ჩამოსულ პირებთან ჰქონდათ. მესამე კატეგორიაში კი მოხვდებიან ის პირები, ვისაც უბრალოდ ტემპერატურა უფიქსირდებათ და საეჭვო პაციენტებად მიიჩნევენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რას ითვალისწინებს ახალი პროტოკოლი და რა შემთხვევაში მიიჩნევა ადამიანი ვირუსზე საეჭვოდ.

 

“მინისტრის მოადგილის თქმით, მომდევნო კვირების განმავლობაში ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, ვინც ადგილზე შეძლებს სწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული პაციენტების გამოკვლევას. ამასთანავე, სიმპტომების არქონის შემთხვევაში, ყველა ადამიანს ტესტირება ვერ ჩაუტარდება. “კლინიკური სიმპტომები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ტესტების გამოყენებასთან მიმართებაში გვქონდეს რაციონალური მიდგომა. სიმპტომების არქონის შემთხვევაში ყველას ტესტირებას რაციონალური გამოსავლები ვერ ექნება და ასეთი მიდგომა ახალი ალგორითმით გათვალისწინებული არ არის”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მოქმედი პროტოკოლი უკვე დიდი ხნის წინ უნდა შეცვლილიყო, როგორც კი მარნეულში 62 წლის ქალს ვირუსი დაუდგინდა. ამის შეეგად კი 30 წლის თერჯოლელი ახალგაზრდის დაინფიცირების ფაქტი თავიდან აცილებული იქნებოდა. იქ ახალგაზრდა კაცს, რომელიც საავადმყოფოში პნევმონიით მივიდა და მოგზაურობის ისტორია არ ჰქონდა, კორონავირუსზე ტესტი არ ჩაუტარეს. მკურნალობა დაუნიშნეს და სახლში გაუშვეს. მოგვიანებით კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“პროტოკოლები იმიტომ იწერება, რომ ნებისმიერ ადგილას მყოფმა ექიმმა საქმეს ერთნაირად უნდა შეხედოს. სისტემა თუ არა არის ისე არაფერი გამოვა. ათასი ექიმიდან თუ 998 პროტოკოლს დაიცავს, ეს იმას ნიშნავს, რომ 90%-ით მაინც დაზღვეულები უნდა ვიყოთ. როცა ყველა თავის ჭკუაზე მუშაობს, გამოდის, რომ სისტემა არ მუშაობს. ეს არის ელემენტარული ანაბანა, ვინც ამაში ერკვევა. რა თქმა უნდა, ის არ შეიძლება 100%-იანი იყოს. ეს ხომ მათემატიკა არ არის, ყველაფერი რომ სიზუსტით გაწერილი იყოს”, - განაცხადა პაატა იმნაძემ ოთხშაბათის ბრიფინგზე. ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ძველი პროტოკოლით შესაძლოა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაზრდილია და ეს ჩვენ რეალურად არ ვიცით”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პირდაპირი პასუხისმგებლობაა. აქ კონკრეტული ექიმის ან საავადმყოფოს დანაშაულს ვერ ვხედავ. ყველა იმ პროტოკოლით ხელძღვანელობს, რაც ჯანდაცის სამინისტროს მიერ არის დადგენილი. სამინისტრო თავისი ბიუროკრატიული ქმედებებით აჭიანურებდა ალგორითმის შეცვლას და ექიმებს პროდუქტიულად მუშაობაში ხელს უშლიდა. ისევ და ისევ სწრაფი ტესტების პრობლემასთან მივდივართ. თერჯოლის და მარნეულის შემთხვევებშიც ექიმებს პროტოკოლის მიხედვით ამ ტესტების ჩატარების საშუალება რომ ჰქონოდათ, ასეთ შედეგამდე არ მივიდოდით. ამიტომ ახლა შეცვლილი ალგორითმის შედეგად არ არის გამორიიცხული, რომ ქვეყანაში დაინფიცირებულთა უფრო მეტი რიცხვი გამოვლინდეს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგი ჩიხლაძე.

წაკითხვა 505 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 02 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.