გადამწყვეტი 2 კვირა და ხალხის ქცევაზე დამოკიდებული მაისის შესაძლო შერბილება
“გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა, ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.
როგორც ჩანს, ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ თუ კი ვირუსის გავრცელების ამ ტემპს შევინარჩუნებთ და სწრაფი დინამიკა არ გვექნება, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება საჭირო მხოლოდ ორი კვირით გახდება. ამასთანავე, კონკრეტული გეგმის გარეშე მისი გაგრძელება დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყანას უფრო მეტ პრობლემებს მოუტანს. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ, პარლამენტში ბიუროს პირველი სხდომა ჩატარდა. დეპუტატების მსჯელობის მთავარი საკითხი საგანგებო მდგომარეობა და მისი შესაძლო გახანგრძლივება იყო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, გადამწყვეტი 2 კვირა და ხალხის ქცევაზე დამოკიდებული მაისის შესაძლო შერბილება / “ზომები ძალიან უნდა გამკაცრდეს, სხვანაირად ყველაფერი შეიძლება 2 დღეში აფეთქდეს”
"პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუკი მოქალაქეების მიერ რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესრულებული, არ არის გამორიცხული მაისიდან შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად განხორციელდეს. რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, რაც უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ ახლა უსაფრთხოებისთვის აუცილებელ შეზღუდვებზე, ეს არის წინაპირობა იმის, რომ მით უფრო მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო. თუ ეს პირობები შესრულდება განუხრელად, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ სავარაუდოდ, მაისიდან უკვე დავიწყოთ ზომების მოხსნა ეტაპობრივად იმ მოცემულობით, რასაც რეალური მონაცემები და მიმდინარე მონაცემები საშუალებას მოგვცემს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი მმართველ გუნდს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. გრძელდება ყოველდღიური კონსულტაციები თითოეულ იმ თემასთან და საკითხთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ეპიდემიის გავცელებას და ამ ყოველდღიურ რეჟიმში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილებები“, - ამბობს კობახიძე”, - აღნიშნავს გამოცემა.
„მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია 22 აპრილამდე, შესაბამისად, კიდევ ერთი კვირაა იმისათვის, რომ გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. კობახიძის განცხადებით, მომდევნო ორ კვირაში გამოიკვეთება, თუ როგორ განვითარდება პროცესები ეპიდემიის გავრცელების კუთხით და მოსახლეობამ სწორედ ამ პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე. „ეს უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილებების ამომავალი წერტილი, მათ შორის, ამის საფუძველზე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან დაკავშირებითაც. ამასაც აქვს თავის სამართლებრივი პროცედურა. “როგორც წესი, ჯერ გამოიცემა პრეზიდენტის შესაბამისი აქტი და ამის შემდეგ პოსტ-ფაქტუმ ამტკიცებს მას პარლამენტი. სავარაუდოდ, უფრო რეალურია, რომ მომდევნო კვირაში დამტკიცდეს პრეზიდენტის შესაბამისი აქტი, თუ გადაწყდება, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება“, - განაცხადა კობახიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში. აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს, თუ მმართველი გუნდი ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს და შეზღუდვები ყველა ადამიანზე თანაბრად გავრცელდება. ოპოზიციის აზრით, ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა თუ როგორ აპირებს კრიზისის პერიოდის შემდეგ უსამსახუროდ დარჩენილი ოჯახების დახმარებას. „გაუგებარია კომენდანტის საათის რაციონალი. ასევე, აბსოლუტურად გაუგებარია შერჩევითობა, "სუფთა სახლი" დახურეს და რა ნიშნით შეარჩიეს, რომ დახურეს?! და ბოლოს, ეკლესიაში ირღვევა ელემენტარული ნორმები. რისთვისღაა ეს შეზღუდვები, თუ ყველაზე დიდ რელიგიურ ორგანიზაციაზე არ ვრცელდება?! ამიტომ, ამ პირობებში ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ ასე გაგრძელებას აქვს ქვეყნისთვის აზრი. ამ ფორმით ვერ და არ დავუჭერთ მხარს. ეს არ ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს," - განაცხადა გიგა ბოკერიამ "რუსთავი 2“-თან საუბრისას”, - განაგრძობს გამოცემა.
"ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ის საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაში აზრს ვერ ხედავს. მისი თქმით, აქამდეც სრულიად გაუგებარი იყო, კომენდატის საათის გამოცხადება რაში გვადგება, რადგანაც ვირუსი ღამე არ დადის და დღისით ამ კარანტინის პირობებში საზოგადოება მაინც აქტიურად მოძრაობს. „საგნანგებო მდგომარეობის გაგრძელება დამოკიდებული იქნება იმაზე, სახელმწიფო რამდენად ეფექტურად გაგდადგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ ვირუსის მასობრივი გავრცელება არ მოხდეს. არ მიმაჩნია, რომ აქამდეც საგანგებო მდგომარეობა სწორად იყო გამოცხადებული. ზოგადად ასეთ მდგომარეობას იმიტომ აცხადებენ, რომ ჰქონდეთ იურდიულად ბერკეტი, რათა რაღაცა ღონისძიებები უფრო ეფექტურად გააკეთონ. “ამ პერიოდის განმავლობაში რასაც თვალს ვადევნებ, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ. ვირუსი კიდევ მაინც და მაინც ღამე არ მძვინვარებს, ამიტომაც კომენდატის საათის შემოღების აზრი ხომ საერთოდ ვერ გავიგე. ხალხი ღამე სიარულისგან ისედაც თავს იკავებდა. “კომენდატის საათი დღესვე რომ გაუქმდეს მომხრე ვარ . თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, მაშინ უფრო მკაცრი ნაბიჯები გადავდგათ მოკლე დროში და უფრო მეტ ეფექტს მივიღებთ. “წინააღმდეგ შემთხვევაში, დროში გაწელილი ეს მდგომარეობა ჩვენს ეკონომიკას პირდაპირ დაარტყამს და მერე სანერვიულო მარტო კორონა ვირუსი აღრა გვექნება. მეტი სწრაფი ტესტების გაკეთებაა საჭირო, ხოლო, აკრძალვებმა ყველასთვის უნდა იმუშაოს. ამდენი ხნით საგანგებო მდგომარეობა აღარ დაგვჭირდება. ტრანსპორტის აღდგენა და ნელ-ნელა ეკონომიკური აქტივობების დაწყებასაც შევძლებთ. სხვაგვარად საკმაოდ ცუდ სურათს მივიღებთ“, - ამბობს ჩიხლაძე „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.
"ინფექციონისტი ვატო სურგულაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებს ხელისუფლება ეფექტურად ვერ იყენებს და საერთოდ მისი გაგრძელების აზრი რა იქნება, გაუგებარია. მისი თქმით, თუ კი სახლებში არის წვეულება, დაბადების დღე, ნიშნობა და სხვა შეკრება, რომელიც ინფექციის გავრცელების კერა შეიძლება გახდეს, პოლიციას პირდაპირ სახლში შესვლის უფლება უნდა ჰქონდეს. ასევე, გაუებარია რას ემსახურება ეკლესიებში მიმდინარე პროცესი და მსახურებების არ შეჩერება. მისი აზრით, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას ვერ იყენებს და საზოგადოებას უფრო მკაცრი წესები უნდა დაუდგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდაფეთქებას მივიღებთ. ამით კი დავაზიანებთ, როგორც ჯანდაცვის სისტემას, ასევე, ქვეყნის ეკონომიკას და საკუთარ თავს. კარანტინი კიდევ დიდი ხნით გაგრძელდება და ზარალის მეტს არაფერს მოგვიტანს. საგანგებო მდგომარეობა კი არის გამოცხადებული, მაგრამ ქვეყანაში სტუმრად სიარული სერიოზული პრობლემა გახდა. ნიშნობა,რომ გადაიხადეს, 21 000-ით დააჯარიმეს. მერწმუნეთ, რომ მსგავსი შემთხვევები ძალიან ხშირია. ზოგს იჭერენ, ზოგს კი მეზობელი არ უშვებს და პოლიციის ყურამდე არც მიდის. ამიტომაც ზომები ძალიან უნდა გამკაცრდეს. ჩვენ თუ გვინდა, რომ ჩვეულ ცხოვრებას , ქვეყნის ეკონომიკურ ფუნქციონირებას და თავზე სულ ყველფერი არ ჩამოგვენგრა, ახლა ძალიან უნდა გავამკაცროთ. ადმინისტრაციული ჯარიმა კი არა ციხეშიც უნდა გადავიყვანოთ. სხვანაირად შეიძლება, რომ ყველაფერი 2 დღეში აფეთქდეს. “სულ ვტრაბახობთ, რომ ჩვენთან ინფიცირებულთა რიცხვი არ იზრდება. ეს ყველაფერი ერთ დღეში ისე შეიძლება შეიცვალოს, ვერც გავიაზროთ. შესაძლოა ერთ დღეში გავიღვიძოთ და 700 კაცი გვყავდეს. 2000 კაცს გაუძლებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ 5000-ს და 10 000-ს ვერ გაუძლებს“, - ამბობს სურგულაძე "რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი