ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ - რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია
“მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა.
ერთობლივი მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სააღდგომოდ ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა მსახურება განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით ჩატარდება. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ეკლესიები არ დაიხურება, თუმცა სავალდებულოა დაცული იქნეს დისტანცია და უსაფრთხოების ყველა ზომა. ამასთან პატარა ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები, მრევლი დადგება გარეთ, უსაფრთხოების წესებს კი პოლიცია დაიცავს. 17 აპრილიდან 10 მაისამდე, შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზეც”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ხელისუფლება და საპატრიარქო შეთანხმდნენ - რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია.
“მცირე ზომის ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან, დიდი ზომის ტაძრებში კი დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია. ეკლესიებში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ”, - აღნიშნა ჩიქოვანმა. საპატრიარქოს პრესმდივნის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით სააღდგომო ლიტურგიისას მრევლი ტაძარში მივა კომენდანტის საათის დაწყებამდე და მას დილის 6 საათზე, მსახურების შემდეგ დატოვებს. აღნიშნა, რომ ეს არის ძალინ შეღავათიანი პირობა, რომ ამ რთულ ვითარებაში მრევლს მიეცეს საშუალება, სრულყოფილად დაესწროს სააღდგომო მსახურებას. ჯაღმაიძის თქმით, აუცილებელია მრევლმა გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსთან დაკავშირებით გაავრცელა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მანამდე სამების საკათედრო ტაძარში ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულის წირვის შემდეგ მრევლს არქიდიაკონმა დემეტრემ ვნების შვიდეულის მსახურებათა განრიგი გააცნო. მისი განცხადებით, აღდგომის კვირაში დაგეგმილი ღვთისმსახურებების განგირი ასეთია: ხუთშაბათს დილის 10:00 საათზე - ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია და წმინდა საიდუმლო სერობის გახსენება, 16:00 საათზე - 12 ვნების სახარება; პარასკევს დილის 09:00 საათზე - სამეუფეო ჟამები, 14:00 საათზე - გარდამოხსნის გამოსვენება და დატირება; შაბათს 07:00 საათზე - წესის აგება, ჟამების კითხვა, 09:00 საათზე - წმინდა ბასილი დიდის საღმრთო ლიტურგია; 22:00 საათზე - შუაღამის ჟამი, 23:00 საათზე პატრიარქი სამების ტაძარში მივა; 24:00 საათზე დაიწყება ლიტანიობა და მიებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო საღმრთო სააღდგომო ლიტურგია”, - განაგრძობს გამოცემა.
“წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი სრულდება, რომლის დროსაც, წესის მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს. თუმცა უცნობია ჯერჯერობით, როგორ მოხდება საგანგებო მდგომარეობის პირობებში წესების დაცვა, რათა მრევლი და სასულიერო პირები კომენდანტის საათის დარღვევის გამო არ დაჯარიმდნენ. დეკანოზი შალვა კეკელია კი “რუსთავი 2”-თან საუბარში ამბობს, რომ აღდგომის წირვისთვის მზადდება შენობა, რომელიც 2 000-მდე ადამიანს დაიტევს. “სკამებსაც ვუმზადებთ ადამიანებს, ვახმოვანებთ ამ ტერიტორიას, რომ ადამიანებისთვის ადვილი იყოს ტაძარში მოსვლა. ვიცი, რომ ღამისთევა ძალიან რთულია”, - ამბობს შალვა კეკელია, რომლის თქმით, ადგილებსაც მონიშნავენ, რომ ადამიანები დისტანციით იდგნენ”, - დასძენს გამოცემა.
"ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სააღდგომოდ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში შეიძლება, სასაფლაოები დაიკეტოს. კონკრეტულად რომელ ქალაქებს შეეხება აღნიშნული, ჯერჯერობით უცნობია. “რეზონანსი” დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციას, სადაც გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ და როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება, საზოგადოებას გააცნობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანს” სტატიაში სათაურით რომელი სასაფლაოები დაიკეტება სააღდგომოდ და რომელ დღეებში.
“როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, 10 დღის განმავლობაში ოთხი დიდი ქალაქი - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი ჩაიკეტება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნება კოვიდ-19-ის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მთავრობის დადგენილებით, ქვეყანაში ზომები მკაცრდება და შეზღუდვა სწორედ მართლმადიდებლურ დღესასწაულზე საფლაოებზე გასვლის ტრადიციასაც შეეხო. იმას, რის შესახებაც გუშინ პრემიერ მინისტრმა ისაუბრა, დღეს იმერეთში უკვე ოფიციალური ფორმა მიეცა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება. როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, კონკრეტულად რომელ დღეებში, თუმცა, ეს შეზღუდვა 3 დღეს გასტანს და აღდგომის დღეს სასაფლაოებზე მისასვლელი გზა დაკეტილი იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.
“დიდი ქალაქების, ქუთაისისა და ზესტაფონის, სასაფლაოები სააღდგომო პერიოდში დაიკეტება. სასაფლაოები, სავარაუდოდ, 3 დღის განმავლობაში იქნება დაკეტილი. ჯერ გადაწყვეტილი არ გვაქვს, ეს იქნება კვირას, ორშაბათს, სამშაბათს თუ შაბათს, კვირასა და ორშაბათს. ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ სააღდგომოდ ხალხის მობილიზება არ მოხდეს. მოგეხსენებათ, სასაფლაოებზე ბევრი ხალხი გადის და ვირუსის გავრცელების რისკი დიდია”, - თქვა შალამბერიძემ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სასაფლაოების დაკეტვის შესაძლებლობა დამოკიდებული იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკაზე”, - დასძენს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი