28 აპრილს, დანიიდან და სკანდინავიის სხვა ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან
მიმდინარე წლის 28 აპრილს, დანიის სამეფოდან კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით რეისს შეასრულებს ავიაკომპანია “Georgian Airways”, რომელიც დანიაში და სკანდინავიის სხვა ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით იქნა მიღებული.
როგორც ცნობილია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ჩართულობით და საკრუინგო კომპანია "Elvictor Crew Management Service"-ის ორგანიზებით, ქართველი მეზღვაურები "Georgian Airways”-ის სპეციალური რეისით საქართველოდან კოპენჰაგენში გაემგზავრებიან.
ამავე რეისით, საქართველოს მთავრობისა და საკრუინგო კომპანიის "Elvictor Crew Management Service" შეთანხმების საფუძველზე, დანიაში და სკანდინავის სხვა ქვეყნებში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან.
ბილეთების რელიზაცია დაიწყება რეისამდე ორი დღით ადრე,”Georgian Airways”-ის ვებ-გვერდზე.
საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, უკვე შესრულდა რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან, მათ შორის, ვარშავადან, ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან, ლარნაკადან, ამსტერდამიდან, პეკინიდან, რომიდან, პარიზიდან, თელ-ავივიდან, ბარსელონადან და ა.შ. რომლებითაც სამშობლოში დაბრუნდნენ როგორც ამ ქალაქებში მყოფი თანამემამულეები, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველები.
სიახლეები
- “შავი ხვრელები საქართველოში, საერთაშორისო სანქციების თავიდან არიდება – ეს ის ხალხია, ვინც აბრალებდა საკუთარ ქვეყანას ყველაფერ ამ უბედურებას” - მაჭარაშვილი
- პროკურატურამ საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმე აღძრა 8 ოპოზიციონერის წინააღმდეგ
- შსს-ს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ი.თ. დააკავეს
- ცვლილებებზე და გამოწვევებზე ეფექტური რეაგირებით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა ომის მოგვარებასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა
