იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის შერჩეულ რვა მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგის შედეგები ცნობილია
დღეს, იმერეთის, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის შერჩეულ რვა მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგის შედეგების შეჯამების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.
საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელება ფუნდამენტურ როლს თამაშობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ თანახმად, ქვეყანამ თავის თავზე სიღრმისეული საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების ვალდებულება აიღო, რაც გამოიხატება ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე და პროფესიონალური საჯარო სამსახურის შექმნაში, რომლის განხორციელება ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აქტიურ ფაზაში შევიდა.
ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის გატარების ხელშეწყობისთვის, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“, „მეწარმე ქალთა ფონდთან“ და იმერეთის მეცნიერთა კავშირ „სპექტრთან“ პარტნიორობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს - „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით". აღნიშნული პროექტი გამიზნულია, დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის შექმნის და გაძლიერების გზით, უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა და კონტროლი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის 8 მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების მონიტორინგის პროცესზე.
პროექტის საქმიანობა მოიცავს შემდეგ მუნიციპალიტეტებს:იმერეთში: ხონის, ვანის, თერჯოლისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;გურიაში: ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები;რაჭა-ლეჩხუმში: ამბროლაურის და ცაგერის მუნიციპალიტეტები.
"პრეს-კონფერენცია საჯარო მმართველობის საგაზო რუკის განხორციელების მონიტორინგის შედეგებს მიეძღვნა. მონიტორინგის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სამიზნე მუნიციპალიტეტებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. პრეს-კონფერენციის დროს ბევრ აქტუალურ საკითხზე ვისაუბრეთ. უნდა აღვნიშნო, მასმედიის წარმომადგენლების ინტერესი და ჩართულობა ამ ონლაინ შეხვედრაში. განსაკუთრებით უნდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც ქუთაისში არსებული მასმედიის საშუალებები, ისე პროექტში სამიზნე ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედი გაზეთების, ტელევიზიისა თუ რადიოს წარმომადგენლები, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საჯარო მმართველობის განხორციელების საკითხები აქტუალურია ყველა მუნიციპალიტეტისათვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მასმედიის წარმომადგენლები შესაბამის ყურადღებას დაუთმობენ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებას,"- განაცხადა FirstNews.ge - თან საუბარში იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის “სპექტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა,- ქეთევან ცხაკაიამ.
2020 წლის თებერვალ- მარტში პროექტში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ჩატარდა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის განხორციელების მონიტორინგი, რომლის შედეგების მიხედვით მომზადდა ანგარიში.
მონიტორინგის მიზანია, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის ხარისხის შესწავლა, ადგილებზე ელექტრონული მმართველობის პრაქტიკის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციასა და მიგნებებზე დაყრდნობით, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და შეთავაზება.
ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის ხარისხის შესწავლა მოხდა პროექტის პარტნიორების მიერ წინასწარ შემუშავებული მონიტორინგის მექანიზმის და კითხვარების საფუძველზე, რომელიც შეფასების 32 სხვადასხვა კრიტერიუმს და ინდიკატორს აერთიანებდა. რეფორმის მიმდინარეობის შეფასება ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდების მონიტორინგის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გამოთხოვილი საჯარაო ინფორმაციის ანალიზის და მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის ადგილებზე დაკვირვების საფუძველზე. ინფორმაციის მოძიების და გადამოწმების დამატებით საშუალებებად გამოყენებულ იქნა, მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებთან სატელეფონო კომუნიკაცია, პირადი შეხვედრები და ყველა ოფიციალური ონლაინ წყაროები, რომლებიც კონკრეტული საკითხის შეფასებისთვის საჭირო ინფორმაციას შეიცავდა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, სამი მსგავსი მონიტორინგის განხორციელება, რაც საფუძვლად დაედება ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, ადგილობრივი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"