"მოგვიწევს კორონავირუსთან თანაცხოვრება" - კახა კალაძე
მოგვიწევს კორონავირუსთან თანაცხოვრება, ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ბოლო დღეების სტატისტიკური მონაცემები კარგია, თუმცა, ეს გათამამების საფუძველს არ იძლევა და სიფრთხილე კვლავ საჭიროა.
„საგანგებო მდგომარების გაგრძელება-არგაგრძელება დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე. ბოლო დღეების სტატისტიკას და მონაცემებს თუ გადავხედავთ, კარგი მდგომარეობაა, თუმცა, არ უნდა გავთამამდეთ. მაქსიმალურად საჭირო იქნება, მომავალშიც გავითვალისწინოთ ეს უსაფრთხოება, რასაც ჯანდაცვის სპპეციალისტები გასცემენ - პირბადეები, სოციალური დისტანცია. ანუ ყველა ეს მოთხოვნა ჩვენს ცხოვრებაში შემოდის და მოგვიწევს კორონავირუსთან თანაცხოვრება, ასე ვთქვათ. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ის მოთხოვნები, რაც ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისკენ არის მიმართული და ეს გათვალისწინებული იყოს ჩვენს ყოველდღიურობაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ინფიცირების შემთხვევების სტატისტიკის თვალსაზრისით უკეთესობაა, რაც ხელისუფლების, ჯანდაცვის სპეციალისტების და მოსახლეობის დამსახურებაა. კალაძე ამბობს, რომ ვირუსთან ბრძოლის კუთხით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.
"მონაცემებით და სტატისტიკით, რა თქმა უნდა, გვაქვს უკეთესობა. ეს დამსახურებაა ხელისუფლების, ექიმების და ყველა იმ ადამიანის, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იყო. რა თქმა უნდა, დიდი დამსახურებაა მოსახლეობის, რომელიც ემორჩილებოდა და ზედმიწევნით ასრულებდა ყველა იმ მთხოვნას, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გაჟღერებული. მესმის, რომ ამის შესრულება რთულია და ადამიანებისთვის მარტივი არ არის, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ამ ნაბიჯების გადადგმა. იმიტომ ვართ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში", - განაცხადა კალაძემ.
სიახლეები
- ,,პროდუქტებზე მაღალი ფასნამატია, უნდა დაიწყოს გამოძიება, შეიქმნას საგამოძიებო კომისია"- ირაკლი კობახიძე
- მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
- ,,გაფახზულის სესიაზე სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას"- შალვა პაპუაშვილი
- ანკარაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
