სილამაზის სალონები მუშაობას იწყებს
18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები იხსნება.
ასევე იხსნება შეზღუდვა დახურულ სივრცეში 3 ადამიანის შეკრებაზე, თუმცა ძალაში რჩება ტრანსპორტით, ავტომობილით, 3 ადამიანის გადაადგილების მოთხოვნა.
ამის შესახებ დღეს პრემიერმა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის გახსნის ეტაპების დაჩქარების საფუძველს ქვეყნის დამაკმაყოფილებელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა, თუმცა სიფრთხილისა და წესების დაცვა მაინც ყველასთვის სავალდებულო იქნება.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
