რა შედეგი აჩვენა ვაქცინაციის კვლევამ - ბიძინა კულუმბეგოვი ინფორმაციას ავრცელებს
ექიმი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ახალ კვლევასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
,,მაკაკა რეზუსზე ჩატარებულმა ვაქცინაციის კვლევამ, წინასწარი შედეგებით აჩვენა, რომ ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსით ხელოვნური დასნებოვნების შემთხვევაში მათ პნევმონია არ უვითარდებათ.
დასკვნა: რადგან მაკაკა რეზუსის იმუნური სისტემა ძალიან ახლოსაა ადამიანის იმუნურ სისტემასთან, ოქსფორდის ჯგუფის (ჯენერის ინსტიტუტი) მიერ შექმნილი ვაქცინა (ChAdOx1 nCoV-19) დიდი ალბათობით წარმატებული იქნება ადამიანებშიც. 23 აპრილს დაიწყო ჯანმრთელ მოხალისეებზე მისი გამოცდა.
კვლევის ყველა ეტაპის წარმატების შემთხვევაში, აღნიშნული ვაქცინის წარმოებას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრიტანული ფარმაკოლოგიური კომპანია AstraZeneca დაიწყებს", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
