ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდეს
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს იმ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ გასათვალისწინებელი იქნება და მომდევნო კვირაში უკვე გარკვეული სტანდარტები იქნება დადგენილი.
როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, ხელისუფლება ითვალისწინებს იმ ფაქტორს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, სოციალური დისტანცირების დაცვა რთული იქნება.
„საზოგადოებროვი ტრანსპორტის რეგულაციებზეც ვმუშაობთ. შემდეგ კვირაში უკვე გვექნება გარკვეული სტანდარტები, თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ვითვალისწინებთ იმას, რომ რთული იქნება სოციალური დისტანცირების დაცვა. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, ძალიან დეტალური მუშაობის ჩატარება იმისთვის, რომ შემდგომში არ შეიქმნას გარკვეული რისკები, რომლის შედეგადაც მთავრობა, შესაძლოა, ისევ იძულებული გახდეს, საგანგებო მდგომარეობა დააწესოს და დავბრუნდეთ იმ სტატუსზე, რომელიც მარტის თვეში გვქონდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, შესაძლოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტიც დაწესდეს.
„შესაძლოა, იყოს ლიმიტი და ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მძღოლის დაცვაც“, - განმარტა მან.
რაც შეეხება რესტორნებს, მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე რესტორნებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა შრომის ინსპექციის ჩართულობით.
„კონკრეტული სტანდარტების დადგენის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებებს საზოგადოებას ეტაპობრივად გავაცნობთ“, - განაცხადა ტიკარაძემ..
სიახლეები
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა
- ქუთაისელი პარამკლავჭიდელი მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა
- “დიდი ბრიტანეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას ამ კვირაში ოფიციალურად აპირებს” - მედია
- 18-მეტრიანი ავტობუსების მორიგი ნაკადი 27 სექტემბრიდან სხვადასხვა მარშრუტზე ეტაპობრივად გადანაწილდება
- “ნაკლებად გვაინტერესებს „ტემუდან“ გამოწერილი ჩინური „ქოცები“ გახარიას სახით, რას იტყვიან 4 ოქტომბერზე, რუსულ პროექტად და „ტროას ცხენად“ დარჩა - აღიარა, რომ მზად არის, საკუთარი ტყავის გადარჩენისთვის მთელ პროცესს უღალატოს” - ანა წითლიძე