დევნილთა ბინებისთვის 150 მილიონი ლარი გამოიყოფა
გამოიყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, რათა უახლოეს პერიოდში სწრაფად მოხდეს ლტოლვილთა ბინებით უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორისთვის, კრიზისის დასაძლევად.
„გამოიყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, რათა უახლოეს პერიოდში სწრაფად მოხდეს დევნილების ბინებით უზრუნველყოფა. ესეც იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორისთვის, რათა მათი მდგრადობა იყოს ძლიერი, მათ გაუძლონ ამ კრიზისს გრძელვადიან პერიოდში, არ განმეორდეს ის უბედურება, რაც მოხდა 2008 წლის კრიზისის შემდეგ, როდესაც უამრავი ოჯახი გაუბედურდა საქართველოში იმის გამო, რომ ბოლო შემოსავალი ჰქონდათ ბინებში გადახდილი და დღესაც ქუჩაში არიან დარჩენილნი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
