"მოვლენები, რომლებიც წარსულში, დღეს ან მომავალშია, გვიწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ" - ილია მეორე
მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მთელ მსოფლიოში, ეს გამოცხადებები, გაჭირვება და განსაცდელი გვიწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ.
ეს ყველაფერი ჩვენთვისაა. გარკვეული მისიითა და მიზნებით, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა და მრევლს ამაღლების დღესასწაული მიულოცა.
მისი თქმით, ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი, „ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ სტუმრები ვართ და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება“.
„ყველას გილოცავთ ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როდესაც მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას და ხალხს, მაგრამ სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი ამბობს, მე თქვენ შორის ვარ. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ.
როცა ჩემთან მოდიან სტუმრები, მოაქვთ ყვავილი ან რამე საჩუქარი, მე ვეუბნები-გაიხარე და გაგვახარე. გაძლევთ კურთხევას თქვენც ასე უთხრათ. ადამიანი სიხარულისთვის არის გაჩენილი.
ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი. უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომლებიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მთელ მსოფლიოში, ეს გამოცხადებები, გაჭირვება და განსაცდელი გვიწყობს ხელს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ. ეს ყველაფერი ჩვენთვისაა. გარკვეული მისიითა და მიზნებით. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება, ეს არის წუთისოფელი, ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ სტუმრები ვართ და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით გამოთქმა - ღმერთს ებარებოდეთო.
სანამ მიწაზე ვართ, ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში მუდმივად უფალთან უნდა ვიყოთ, გვახსოვდეს ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ სხვებისთვის.
ადამიანი, რომ იყოს ბედნიერი უნდა იცხოვროს სხვებისთვის, სხვა გაახაროს, აი ამას გისურვებთ. გაიხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ. არ დაითრგუნოთ, არ დაითრგუნოს თქვენი გონება, თქვენი იმედი. ღმერთი მუდამ ჩვენთანაა. გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ“, - განაცხადა წირვისას ილია II-მ
დღეს პატრიარქი ბოდბეში წავა, სადაც ნინოობას წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში წირვა ჩატარდება.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
