საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
საბერძნეთის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
ამავე წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდროპოლისის ციხეში მამაკაცმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თეთრეულის გამოყენებით, თვითმკვლელობით დაასრულა.
46 წლის მამაკაცი ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული.
ბერძნული მედიის ცნობით, ბრალდებულის სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში იყო დანიშნული.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
