გახარია მოსახლეობას დახმარებას სთხოვს
"ჩვენი ძირითადი მოწოდება და ამოცანა არის შემდეგი, პირველი - დავიცვათ წესები, მეორე - ვატაროთ ნიღბები.
ჯანდაცვის სამინისტრო და მთავრობა ვალდებულია და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გეგმა, რომელიც არის ეფექტური და ეს გეგმა გახლავთ ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის სოციუმში დაბრუნება სწრაფად. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის ტურიზმს.
„ჩვენ, ჩვენი მოქალაქეებისგან გვჭირდება დახმარება იმაში, რომ დავიცვათ წესრიგი, ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და, რაც მთავარია გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და მერწმუნეთ, რომ ჩვენ აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო შეძლებს დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი, შეძლო კრიზისთან ადაპტაცია, შეძლო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, რომ სწრაფად გამოავლინოს, სწრაფად უმკურნალოს და სწრაფად დააბრუნოს ეკონომიკურ საქმიანობაში მოქალაქეები და სტუმრები. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, ვინც გახსნის ტურიზმს. ამიტომ დავიცვათ წესები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
