გამკაცრდება თუ არა რეგულაციები - განმარტება
ჩვენ პირველივე დღიდან ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნებოდით, რომ მოგვიწევდა კორონავირუსთან თანაცხოვრება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ რისკები გაიზრდება, შესაძლოა, რეგულაციები გამკაცრდეს.
"ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა, თავის მხრივ, შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, ჰოსპიტალური სექტორი და ჯანდაცვის სამინისტრო იქნებიან მზად, თუმცა თუ ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად არ იმუშავეს, ეს რისკები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რამაც შესაძლოა რეგულაციების გარკვეულ გამკაცრებამდე მიგვიყვანოს. დღეს გაცილებით უკეთესად ვართ მომზადებული, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეს რისკები ეფექტურად ვმართოთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
