"აზერბაიჯანთან ძმობაც შენარჩუნდება და სიმართლეც დადგინდება" - მეუფე შიო
"ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აზერბაიჯანთან ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება და ამასთან ერთად, სიმართლეც დადგინდება და კომისიის მუშაობა კეთილად წარიმართება", – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ დავით გარეჯში, წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დავით გარეჯი არის უმნიშვნელოვანესი მონასტერი, რომელსაც საქართველოს ათონს უწოდებდნენ. მისივე თქმით, დავით გარეჯის საკითხზე სიმართლე დადგინდება.
„დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ ეს ვითარება სულ მალე შეიცვალოს. თქვენ იცით, რომ მუშაობს ორმხრივი კომისია, ახალი კომისია. როგორც ვიცით და იმედი გვაქვს, ეს კომისია ბევრად უფრო პრინციპულია, ვიდრე წინა პერიოდში იყო“, – განაცხადა მეუფე შიომ.
მღვდელთმთავარმა ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ორმხრივი კომისიის მუშაობა უახლოეს მომავალში განახლდება.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
