მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა, თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ - რა წესების დაცვით იქნება დასაშვები ავიამგზავრობა?
რა წესების დაცვით იქნება შესაძლებელი საჰაერო გზით მგზავრობა?
რა არის დასაშვები და რა ეკრძალებათ მგზავრებს აეროპორტში გამოცხადებისას - ცნობილია ის აუცილებელი მოთხოვნები და რეკომენდაციები, რომელიც COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ როგორც მგზავრებმა, ისე აეროპორტებმა და ავიაკომპანიებმა უნდა დაიცვან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, ქვეყანა შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნისთვის ემზადება.
თამარ არჩუაძის განმარტებით, მიმდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების მომზადება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად იმ გაიდლაინების მიხედვით, რომელიც საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნდა.
"ვემზადებით პირველი ივლისისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად პრაქტიკულად მზად არის. მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მართვაში მყოფი შიდა აეროპორტების მომზადება ფრენებისთვის. ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, რათა მგზავრებმა შეძლონ დაწესებული მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა“,-განაცხადა თამარ არჩუაძემ.
თამარ არჩუაძის განმარტებით, მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა, თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ.
"ჩაფრენის აეროპორტში კი, მგზავრებს მოუწევთ იმ ქვეყნის რეგულაციების დაცვა, სადაც გაემგზავრებიან“,-განაცხადა თამარ არჩუაძემ.
სიახლეები
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
