"ერთ ხრიკს გასწავლით, აბიტურიენტებსაც გამოადგებათ" - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ადამიანებს, რომლებიც მხედველობისთვის სათვალეს ატარებენ, რჩევას აძლევს.
მისი თქმით, ეს მეთოდი აბიტურიენტებსაც გამოადგებათ, რომლებიც საგამოცდო ცენტრებში სათვალით და აუცილებლად – პირბადეებით აღჭურვილები უნდა ისხდნენ.
„ერთი ხრიკი მინდა ვთქვა: ეს შესაძლოა ბევრმა იცის, მაგრამ რადგანაც ახლა მეტი გამოსავალი არ გვაქვს, ეს უნდა ვთქვათ.
თუ ჩვენ სათვალეს საპონს გავუსვამთ და ის გაშრება, ეს დაორთქვლისგან ასი პროცენტით იცავს უკვე სათვალეს.
ასე რომ, ეს ხერხი არსებობს და მინდა რომ იცოდნენ ჩვენმა აბიტურიენტებმა და იმ ადამიანებმა, რომელთაც ეს პრობლემა უდგათ – საპნის გასმა, შემდეგ შეშრობა და სათვალეს აბსოლუტურად აღარ აქვს ორთქლი“ – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით
