"არ ვიცი, რა ჩავაფლავე"- გვარამია სკანდალურ ჩანაწერს ეხმაურება
როგორც პროფესიონალმა, შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი ავთენტური არ არის, – ასე ეხმაურება ტელეკომპანია „მთავარის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია სკანდალურ ჩანაწერს, რომელიც უკრაინულმა ვებგვერდმა გაავრცელა და სადაც სააკაშვილი და ადეიშვილი სწორედ მასზე საუბრობენ.
ნიკა გვარამიას თქმით წყარო, სადაც ეს ჩანაწერი გამოქვეყნდა, მისთვის არ არის ვალიდური. მისივე განცხადებით, ეს ჩანაწერი სიტყვა-სიტყვით რომ დამონტაჟებულია, ეს ისევე ნათელია, როგორც ორჯერ ორი ოთხი
.
„მოვისმინე ფარული ჩანაწერი, მე არ ვიცი რა ჩავაფლავე. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, ჩემთვის ეს არ არის ვალიდური წყარო, რომელსაც დავეყრდნობოდი. ეს ფარული ჩანაწერი სიტყვა-სიტყვით აკინძულია. თუმცა, რაღაცები იკითხება ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერ ერთი კანონიერი არ არის, მაგრამ ავთენტური დანამდვილებით არ არის, ეს, როგორც პროფესიონალმა ისე შემიძლია გითხრათ. თუმცა, ვისაც რა არ უნდა ეთქვა, ამას კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, არ არსებობს უფრო აღმატებული ინტერესი ჩემთვის, ნიკა გვარამიასთვის, რომლის მთავარი ცხოვრების მიზანი არის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა, საქართველოში დემოკრატიული ხელისუფლების მოსვლა, თავისუფალი მედია, სიტყვის თავისუფლება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ არსებობს უფრო აღმატებული მიზანი ჩემთვის, ვიდრე ადამიანის სიცოცხლის დაცვაა, მით უმეტეს ჩემი თანამშრომლის და მით უმეტეს გიორგი გაბუნიასი, რომელიც უახლოესი მეგობარია ჩემი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
