"ბოდიში აუცილებელია" - სერგეი გავრილოვი
20 ივნისის მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით რუსი დეპუტატი სერგეი გავრილობი განცცხადებას ავრცელებს.
"უნდა გადავდგათ ნაბიჯები რომ გადავლახოთ ეს მძიმე სიტუაცია. მჯერა, რიგითმა მოქალაქეებმა უნდა მისცენ შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებას, დაამყარონ წესრიგი ქვეყანაში, შეაჩერონ ისინი, ვინც შარშან აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას, ანტიმართლმადიდებლური, ანტიქრისტიანული და რუსოფობიური ლოზუნგებით.
ჩვენ არ მოვითხოვთ პატიებას, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ბოდიში აუცილებელია, ანსამბლეის მონაწილე დეპუტატებისთვის, რუსეთისთვის და რუსეთის პრეზიდენტითვის, რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს არის აუცილებელი წინაპირობა პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენისთვის, ასევე აუცილებელია სიმამაცე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება იპოვის ძალას საბოლოოდ ჩამოანგრიოს რევანშირების გეგმები, რომლებიც ქვეყნიდან გაძვებეულ ყოფილ პრეზიენტთან ერთად ცდილობენ გაანადგურონ დემოკრატია და იყოს საქართველოში ავტორიტარიზმი.
მჯერა, რომ რუსეთთან ურთიერთპატივსცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენა ქართველი ხალხის ინტერესებშია. არ ველოდებით ბოდიშს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იქნება სწორი ნაბიჯი. ბინძური პროვოკაციების მომწყობებს უნდა დაეკისროთ პასუხიმსგებლობა.
ახლა უნდა ვიფიქროთ როგორ ავაშენოთ ურთიერთობები განთლების, კულტურის, ბიზნესის, ტურიზმის საკითხებში, ეს არის სტრატეგიული მიმართულება ჩვენი ხალხებითვის, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება. ჩვენ არ გვახსოვს წყენა, ჩვენ გვახსოვს ხალხის და დეპუტატების სიტყვები, რომელსაც წარმოთქვამდნენ ჩვენ მიმართ საქართველოში. ჩვენ გვახსოვს ძალოვნები, რომლებმაც გადაარჩინეს ჩვენი სიცოცხლე.მე ვფიქრობ, რომ საჭიროა პატარა ნაბიჯი, რომ ჩვენი ძმობა გაგრძელდეს არა კულუალებში არამედ ღიად", - აცხადებს გავრილოვი.
სიახლეები
- “ხაზარაძე ვირტუალურ არაბ ურდოებს რომ ებრძვის, ამაზე სევდიანი მარტო არაჟნის კონტეინერით შემოგელვებული და “ჯღან უცხოელებთან” მებრძოლი მიშა იყო” - თამარ ჩერგოლეიშვილი
- “ეს არის ჯგუფი, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი და ახლა სურთ, რომ EMAAR-ის გრანდიოზულ ინვესტიციას შეუშალონ ხელი” - წილოსანი “ლელოზე”
- 138 დრონი და 12 რაკეტა - რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს
- „რუსთავი 2-ის“ ყოფილი დირექტორი ვაკო ავალიანი კატარში ელჩად ინიშნება
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
