"მშვიდად, წყნარად შევიკრიბებით" - გიგა მაქარაშვილი
თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქცია-მანიფესტაციის შესახებ მინმა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა მაქარაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, შეკრება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით მოხდება.
"გვექნება დისტანცია, პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები. ადამიანები აბსოლუტურად უსაფრთხოდ იქნებიან. მოვლენ თავისუფალი ადამიანები აქციაზე, ვინც შარშანდელ 20 ივნისს შეესწრნენ და რომელთაც აღარ უნდათ მსგავსი რამ გამეორდეს. გვექნება ძალიან მშვიდი აქცია და როგორც მშვიდად, წყანარად შევიკრიბებით ისევე წყნარად დავიშლებით, თუ შარშანდელივით „ქართულმა ოცნებამ“ არ გადაწყვიტა ჩვენზე ნადირობა. იქნებიან პოლიტიკოსებიც, ასევე იქნებიან დაზარალებულები, ცნობილი სახეები და იქნება რამდენიმე პერფორმანსი. დაახლოებით 2 საათს გაგრძელდება აქცია", - განაცხადა მაქარაშვილმა.
მანიფესტაცია 19:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორების თქმით, მისი მიზანია არ დაგვავიწყდეს 20 ივნისი.
სიახლეები
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის მესამე საჩივარი დაარეგისტრირა
- თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
- უკრაინა ევროკავშირისგან მიიღებს მოგებას გაყინული რუსული აქტივებიდან - 1,4 მილიარდ ევროს
- ,,საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-თან ურთიერთობები დაიწყოს ახალი ფურცლით, ჩვენ არ გვჭირდება ბატონები, გვჭირდება მეგობრები და პარტნიორები"- კახა კალაძე
- 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
