"ასე თვითმკვლელები იქცეოდნენ სიკვდილის წინ ... ქართველები ხართ?... - მოულოდნელობისგან სისხლი გამეყინა"

ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ახლა თქვენ წა­ი­კი­თხავთ, გულ­გრილს არა­ვის დაგ­ტო­ვებთ.

ეს არის რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც 2008 წელს ერაყ­ში, ვა­სი­ტის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ქარ­თუ­ლი სამ­შვი­დო­ბო მე-12 ბა­ტა­ლი­ო­ნის II ასე­უ­ლის (OPERATION IRAQ FREEDOM ოპე­რა­ცია) ერთ-ერთ რი­გით ჯა­რის­კაცს, ერ­მი­ლე ნემ­სა­ძეს გა­დახ­და თავს.

 

"მახ­სოვს ერაყ­ში ავ­ტო­ბუ­სი გა­ვა­ჩე­რეთ, რო­მე­ლიც ირა­ნი­დან მო­დი­ო­და, ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­და რომ ირა­ნი­დან "კა­მი­კა­ძე­ბი" და ასა­ფე­თე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბი შე­მო­დი­ო­და. ფრთხი­ლად უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით რომ "სი­ურპრი­ზი" არ მო­ე­წყოთ, ქა­ლებს ვთხო­ვეთ ცალ­კე გა­და­სუ­ლიყ­ვნენ რათა ავ­ტო­ბუ­სი გაგ­ვე­ჩხრი­კა, კა­ცე­ბი მე­ო­რე მხრეს გა­და­ვიყ­ვა­ნეთ ისე რომ ავ­ტო­ბუ­სი მო­ფა­რე­ბო­დათ და მათი ჩხრე­კა ქა­ლებს არ და­ე­ნა­ხათ (არ დაგ­ვემ­ცი­რე­ბია, ქა­ლის თვალ­ში მა­მა­კა­ცე­ბი.)

 

რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კა­ცი ავ­ტო­ბუ­სის შე­მოწ­მე­ბას შე­უდ­გა, ორმა მგზავ­რი კა­ცე­ბის შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, რამ­დე­ნი­მე ჯა­რის­კა­ცი და­ზღვე­ვა­ზე ვი­დე­ქით და ყვე­ლა მათ­განს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დით, რათა უცა­ბე­დი ქმე­დე­ბა რ გა­მოგვპა­რო­და. ყვე­ლა ვნერ­ვი­უ­ლობ­დით, მგზავ­რე­ბიც და ჯა­რის­კა­ცე­ბიც. მხო­ლოდ ორი მგზავ­რი იცი­ნო­და, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ფე­ხებ­ზე კი­დი­ა­თო, ამ უც­ნა­ურ­მა ქცე­ვამ ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია, და და­ვი­ძა­ბეთ, ვი­ცო­დით ასე თვით­მკვლე­ლე­ბი იქ­ცე­ოდ­ნენ სიკ­ვდი­ლის წინ, და­ძა­ბუ­ლო­ბამ პიკს მი­აღ­წია, სას­ხლეტ კა­უ­ჭებ­ზე თი­თე­ბი მო­ვამ­ზა­დეთ, სა­ეჭ­ვო ქმე­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უფ­ლე­ბა გვქონ­და გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე გვეს­რო­ლა, მაგ­რამ აბა რო­გო­რი სას­რო­ლი იყო თუ 100% ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ იყა­ვი. ნერ­ვულ­მა და­ძა­ბუ­ლო­ბამ პიკს მა­შინ მი­აღ­წია, რო­დე­საც მჩხრე­კა­ვე­ბი ამ ორ ახალ­გაზ­რდას­თან მი­ვიდ­ნენ შე­სა­მოწ­მებ­ლად. არა­ბუ­ლად ნა­ძა­ლა­დე­ვად ნას­წავ­ლი სი­ტყვე­ბი ძლივს წარ­მოთ­ქვეს ბი­ჭებ­მა "სი­ე­რა სა­ნა­ვეი", "სლაჰ მაქუ?" (ანუ სა­ბუ­თე­ბი გაქვთ? ია­რა­ღი ხომ არ გაქვთ? ) სტან­დარ­ტუ­ლი კი­თხვა გვე­ვალ­დე­ბუ­ლე­ბო­და ინ­სტრუქ­ტა­ჟით.

 

ახალ­გაზ­რდებ­მა გა­მოგ­ვხე­დეს ბედ­ნი­ე­რი სა­ხით და გვი­თხრეს:

 

- ქარ­თვე­ლე­ბი ხართ? (ძვე­ლი ქარ­თუ­ლი დი­ა­ლექ­ტით) მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან სის­ხლი გა­მე­ყი­ნა, ვი­ფიქ­რე რა­ღა­ცას ან გვი­ჩა­ლი­ჩე­ბენ ანდა სხვა სამ­ყა­რო­ში მოვ­ხვდი-თქო.

 

- "კიი ქარ­თვე­ლე­ბი ვართ." რამ­დე­ნი­მე წა­მი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ ძლის წარ­მოთ­ქვა ერ­თერ­თმა ჩვენ­გან­მა.

 

- "ჩვენც ქარ­თვე­ლე­ბი ვართ," გვი­პა­სუ­ხეს უც­ნა­ურ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა. ყვე­ლა გა­შეშ­და თით­ქოს წა­მით ყვე­ლას და­ა­ვი­წყდა სად ვი­ყა­ვით და რას ვა­კე­თებ­დით.

 

"კი ­მაგ­რამ სა­ი­დან სად, აქ რა გინ­დათ, ამ უდაბ­ნო­ში?" ძლივს წარ­მოთ­ქვა ერთ-ერ­თმა ჩვენ­გან­მა.

 

-"ჩვენ ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ვართ მე­ქა­ში მივ­დი­ვართ სა­ლო­ცა­ვად" დრო­შით ვი­ცა­ნით ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და მივ­ხვდით, რომ ქარ­თვე­ლებ­მა გაგ­ვა­ჩე­რეთ, არ ვართ ტე­რო­რის­ტე­ბი, მომ­ლოც­ველ­თა ავ­ტო­ბუ­სია ირა­ნი­დან არა­ბეთ­ში მივ­დი­ვართ სა­ლო­ცა­ვად, გაგ­ვი­ხარ­და რომ და­გი­ნა­ხეთ. ღი­მი­ლი­ა­ნი სა­ხით გივ­თხრა ერთ-ერ­თმა, მე­ო­რე ისე გემ­რი­ა­ლად იცი­ნო­და, ღმერ­თო, ყვე­ლა ასე გა­ა­ხა­რე ქარ­თვე­ლის და­ნახ­ვა­ზე...

 

ყვე­ლას დაგ­ვა­ვი­წყდა სად ვი­ყა­ვით , თით­ქოს ღვიძ­ლი ძმე­ბი გვე­ნა­ხა ამ ცხელ მი­წა­ზე ისე გაგ­ვე­ხარ­და, მჩხრე­კა­ვე­ბი სი­ხა­რუ­ლი­დან ისე სწრა­ფად გა­და­ეხ­ვივ­ნენ, ფე­რე­ი­და­ნელ ბიჭს, თით­ქოს ოჯა­ხის წევ­რე­ბი ნა­ხეს, ისი­ნიც ქარ­თუ­ლად გა­და­ეხ­ვივ­ნენ უც­ნობ ქარ­თვე­ლებს, დამ­ზღვე­ვებ­მა ძლივს შე­ვი­კა­ვეთ თავი.

 

"თეთ­რი შუ­რით" მჩხრე­კა­ვე­ბის შეგ­ვშურ­და, მაგ­რამ კონ­ტრო­ლი­დან გა­მოს­ვლას შე­იძ­ლე­ბო­და ყვე­ლა და­ვე­ღუ­პეთ, სხვა მგზავ­რე­ბი გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი გვი­ყუ­რებ­დნენ, ვერ გა­ე­გოთ რა ხდე­ბო­და, ერთ-ერ­თმა ჩვენ­გან­მა წა­მო­ი­ძა­ხა "ჰი­მა­ლა ბუს" (დამ­ტვრე­ულ არა­ბულ ინ­გლი­სუ­რით ნიშ­ნავ­და "ბედ­ნი­ე­რად ავ­ტო­ბუ­ში ას­ვლას") ქარ­თვე­ლე­ბი დავ­ტო­ვეთ, სა­თი­თა­ოდ გა­დავ­კოც­ნეთ, მო­ვე­ფე­რეთ, ცრემ­ლი მოგ­ვე­რია ორი­ვე მხა­რეს.

 

გა­მოვ­კი­თხეთ ფე­რე­ი­და­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წუთი შე­ვა­ჩე­რეთ, სა­ნამ თი­თო­ე­ულ­მა იქ მყოფ­მა ქარ­თველ­მა ჯა­რის­კაც­მა არ შე­იგ­რძნო თა­ნა­მა­მუ­ლის სიბო და ჩა­ხუ­ტე­ბა. შემ­დეგ კი რე­ა­ლო­ბის დრო დად­გა, ფე­რე­იდ­ნე­ლი ძმე­ბი ავ­ტო­ბუს­ში ავა­ცი­ლეთ და ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­ნი­დან "კონ­ვო­ით" გა­ვა­ცი­ლეთ.

 

მწა­რე იყო გან­გე­ცა­და თუ რა სი­ხა­რუ­ლი და სიმ­წა­რე იყო ამ მოკ­ლე ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ეპი­ზოდ­ში... ამ ფო­ტომ ეს მო­მენ­ტი გა­მახ­სე­ნა, "ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა" ზუს­ტად თქვა დიდ­მა ილი­ამ.

 

ჩვენ კი ცხოვ­რე­ბამ დაგ­ვა­ნა­ხა რამ­დე­ნი­მე წუ­თით, რწმე­ნა და­ვი­წყე­ბუ­ლი, მაგ­რამ სამ­შობ­ლო და ენა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ცხელ მი­წა­ზე, სა­ქარ­თვე­ლო???.. არა­სო­დეს არ გა­და­შენ­დე­ბა ეს მტერ­მაც იცო­დეს და მოყ­ვა­რე­მაც."

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 567 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 21 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.